ემოციური კავშირი
ემოციური კავშირი ,არის გადამწყვეტი პირად პარტნიორულ ურთიერთობებში.
ზ. ფროიდი განმარტავს ( Emotionale Bindung) ემოციურ კავშირს/ ბმას, როგორც უმნიშვნელოვანეს როლს ,ჩვენი ურთიერთობის საკეთილდღეოდ. ემოციური კავშირი ეს არის ნდობა, საერთო ღირებულებები, საერთო შიშები და სურვილები.
ეს თემა იცით ,ძალიან დიდი და საინტერესოა სტატუსის სახით ყველაფერს ვერ დავწერ. ამიტომ პირდაპირ გადავალ ემოციური კავშირის ნიშნებზე .
ემოციურ კავშირი ვითარდება რამოდენიმე საფეხურზე : 1. სხეულებრივი.2. ემოციური.3 . ინტელექტუალური . 4. სულიერი .
ემოციური კავშირი , რომ იყოს მყარი სასურველია ეს ოთხივე საფეხური შევსებული იქნას პარტნიორების მხრიდან.მიუხედავად ამის ასაკის ცვლასთან ერთად შესაძლებელია იცვლებოდეს საფეხურების მნიშვნელობა ადამიანისთვის.
რა ნიშნებით ხასიათდება ,მყარი ემოციური კავშირი პარტნიორებს შორის:
1✅თქვენ ხართ მეგობრები
თქვენ პატივს სცემს ერთმანეთის აზრს , თხოვნას , ფიქრს და გრძნობას . თქვენ გრძნობთ ერთმანეთის მიმართ მეგობრობას.
2✅ქმნით ერთიანობას
ერთად აგროვებთ გამოცდილებას, თავგადასავლებს. თქვენ გაქვთ მოსაყოლი საერთო ისტორიები.
3✅რუტინა
პირობითად: ერთად ვახშმობთ, საუზმობთ, სეირნობთ და სხვა.
4✅არ გაქვთ საიდუმლო ცალ-ცალკე. მოკლედ, გულწრფელი ხართ ერთმანეთის მიმართ. უზიარებთ ერთმანეთს თქვენს ცხოვრებას.არ გეშინიათ , რომ ვერ გაგიგებენ, არ გეშინიათ აჩვენოთ თქვენს პარტნიორს მუქი მხარე.
5✅ლაპარაკი
თქვენ ლაპარაკობთ ერთმანეთთან ემოციურ, გნებავთ სიღრმისეულ თემებზე. უცვლით ერთმანეთს აზრებს.
6✅თანხმდებით წვრილმანებზე
მიმაჩნია, წვრილმანებია უმნიშვნელოვანესი . სიყვარულს ხომ
უმეტესად კინკლაობა აფუჭებს. რა შეიძლება იყოს ეს წვრილმანები? მაგ: ვის გამოყავს ბავშვები სკოლიდან. ვინ ყრის ნაგავს , ვინ დადის პროდუქტის საყიდლად და სხვა. ვიცით, ყველა ოჯახს თავისი წესები აქვს და კარგია თუ ეს წვრილმანები შეთანხმებული იქნება ერთიმეორესთან ამით ავიცილებთ თავიდან საყვედურებს და კინკლაობას.
7✅სურვილი სხეულებრივი კონტაქტის.
ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც სექსს. ( რა თქმა უნდა სექსი უმნიშვნელოვანესია. არაერთხელ დამიწერია)
ეს ნიშნავს ,მქონდეს სურვილი პარტნიორს ვეხებოდე ხშირად. მაგ: სეირნობისას ჩავკიდო მას ხელი. ჩავეხუტო ხშირად .დავადო ხელი ხელზე და ა.შ.
8✅ქცევის ანალიზი
თქვენ შეგიძლიათ პარტნიორს გაუზიაროთ თქვენი ქცევა.ის ქცევა , რომელიც ან მოგეწონათ თქვენში ან არა. არ გქონდეთ შიში, რომ თქვენს “ ცუდ” ქცევას პარტნიორი არ გაგიგებთ და იცოდეთ ზუსტად ,რომ თქვენი “ცუდი “ქცევა გამიჯნული იქნება თქვენი პიროვნებისგან .
მგონი ,რაც უფრო მეტად გავმიჯნავთ ადამიანის ქცევას მის პიროვნებისგან მით უფრო კარგად იქნება ჩვენი საქმე .
დიდი მადლობა !