ნიშნები , რომელიც აქრობს/ კლავს სიყვარულს
ჩვენ ვიცით ,ბევრი
შეყვარებული წყვილი, რომლებსაც ერთმანეთის დანახვაც კი ეზარებათ დღეს, მიუხედავად იმის, რომ სიყვარულით გადაწყვიტეს ერთად ყოფნა რამდენიმე წლის წინ . გვახსოვდეს: დიდი ხეები პატარა დარტყმებით ეცემიან-დიახ ,წყვილს შორის ურთიერთობაში გადამწყვეტი ,სწორედ ეს პატარ-პატარა “დარტყმებია” რომლითაც საბოლოოდ იმას ვანგრევთ რისი აშენებაც რამოდენიმე ხნის წინ ძალიან გვინდოდა .
რა კომპონენტები ანგრევს სიყვარულს :
1.
მოერიდეთ კრიტიკას.

• გაუთავებელი კრიტიკა რატომ არ გარეცხე, რატომ დაიგვიანე, რატომ , რატომ , რატომ … გამუდმებით კრიტიკა, როდესაც არაფერი თქვენი მოსაწონი არ ხდება.
მოკლედ მოერიდეთ კრიტიკას. ეს არ ნიშნავს არ აკრიტიკოთ პარტნიორი, ეს ნიშნავს თქვენს ლაპარაკში არ იყოს მუდმივი კრიტიკა .
2.
როდესაც გაუგებრობა მოხდა და ერთ-ერთი მათგანი იკეტება .

• არ ლაპარაკობენ , თითქოს არაფერი მომხდარა . ამით იგროვებთ თქვენს წყენებს და ერთ დღეს ძალიან “აფეთქდებით “ .თქვით, ილაპარაკეთ , გაარკვიეთ, მოუსმინეთ , თქვენ ხომ წყვილი ხართ.
3.
სიძულვილი.

• კი ,სწორად წაიკითხე სიძულვილი, ზიზღი. აგდებული დამოკიდებულება ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან . დაცინვა ხალხში, მეგობრებში, ოჯახში . მაგ: რა მსუქანი ხარ, რას გავხარ, რამდენი მაკიაჟიც არ უნდა გაიკეთო მაინც უშნო ხან და სხვა. ამ ხითხითის მერე ,რამდენი ბოდიშიც არ უნდა მოიხადო შენ უკვე ადამიანს გული ატკინე. არ ქნა ეს ცუდია.
4.
ყოველდღიურობა.

• როდესაც ორივეს ბევრი საქმე აქვს და თქვენი დიალოგი მხოლოდ ხახვი და კარტოფილია. გთხოვთ ,ვიპოვოთ დრო ერთმანეთისთვის. ჰკითხეთ თქვენს პარტნიორს როგორაა, რას გრძნობს, რა ეწყინა , რა გაეხარდა და სხვა.
5.
ეგოიზმი.

• როდესაც ერთ-ერთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და არ აინტერესებს პარტნიორი. ექსტრემალური ეგოიზმი ბოლოს უღებს სიყვარულს, როდესაც ერთ-ერთი წყვილში, არ ითვალისწინებს მეორე ადამიანის ინტერესს და სულ “მე მე მე”-ს გაიძახის.
გავითვალისწინოთ პარტნიორის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მას გავითარებაში -ეს ჯანსაღია, ეს პატივისცემაა, ეს ჰარმონიაა.
დიდი მადლობა !
ფსიქოლოგი,
ლიკა ცონდლერი .