როგორ შეგიძლია შექმნა ჯანმრთელი და რომანტიული ურთიერთობა ოჯახში, წყვილს შორის

 

შენ თუ გინდა გააუმჯობესო წყვილს შორის ურთიერთობა მოგიმზადე  მარტივი და უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები, რომელიც შენ  დაგეხმარება რა თქმა უნდა შესრულების შემთხვევაში.  😊

იცი, როგორც ესალმები შენს ცოლს/ქმარს ყოველდღიურად,  ზუსტად ისეთია შენი პირადი ურთიერთობა . მუშაობისას ვსვამ კითხვას:“ როგორ ესალმებით ერთმანეთს , როდესაც შენი ცოლო/ ქმარი შინ ბრუნდება ?“  უმეტესად პასუხი ძალიან უარყოფითია, ან საერთოდ არ ესალმება ან იმ მისალმებას ჯობდა საერთოდ არ მისალმებოდა და სხვა. სამწუხაროდ უმეტესად, ისე ესალმებიან ერთმანეთს ცოლ- ქმარი , როგორც , ორი ადმიანი, რომელიც ერთმანეთს ვერ იტანს.

 

სიყვარულით სავსე მისალმება ფუნდამენტია შენი ჰარმონიული ურთიერთობის , რადგან ის საწყისია სიყვარულის გამოხატვის.

 

  1. „ წესი „ პირველი , თუ გინდა გააუმჯობესო პირადი ურთიერთობა მიესალმე სიყვარულით შინ დაბრუნებულ მეუღლეს .

ძაღლს უხარია , როდესაც ოჯახის წევრი ბრუნდება სახლში და გამოხატავს ყველანაირად  როგორც შეუძლია :დახტის , კუდს აქიცინებს და სხვა.  ბავშვს უხარია და ფეხშიშველი კიბეებსაც კი ჩაირბენს, როდესაც მამის ან დედის ხმას  იგებს. შენ  კი ისე უღებ კარს  მეუღლეს ან თუ უღებ საერთოდ  ჯობდა საერთოდ არ მოსულიყო. არადა მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობა გინდა : დადიხარ ტრენინგებზე, ხან ფსიქოლოგთან, ხანაც მკითხავთან  იმედით- გამოასწორო ურთიერთობა … ვინ დაგეხმარება ურთიერთობის გაუმჯობესებაში , როდესაც ძაღლი უფრო ბედნიერია , როდესაც შენი მეუღლე მოდის ვიდრე შენ .

რას ლაპარაკობს ერთმანეთისადმი მისალმება თქვენზე, როგორც წყვილზე?  რას ლაპარაკობს და რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორი თქვენთვის. ანუ რამდენად:„გკიდიათ“, რამდენად  გეწყინათ მისი სახლში დაბრუნება და სხვა . მოკლედ, ერთი ქცევა ლაპარაკობს მთლიანად თქვენს ურთიერთობას . როგორ ეგებები შენს ცოლს თუ  ქმარს, აქ ჩანს შენი სიყვარული , რადგან ეს ნამდვილია , დაუდგმელია დაუფილტრავია .აჰ ფეისბუქზე რომ გვაქვს ის შენც ხომ იცი რომ უმეტესად ყალბია , ხომ იცი შენ ყველაზე კარგად რომ მასე არ ბზინავთ სინამდვილეში , როგორც ფეისბუქზე.( რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ალბათ, იმას არ მოეწონება ვისაც ეხება)

  1. დააკვირდი შენს სხეულს , როგორ ელაპარაკები შენს ცოლს/ ქმარს . „ დამანებე თავი“- ტონით და „მეჩქარება „სხეულის მოძრაობით? როგორ ფიქრობ შენი ქცევა შეესაბამება სიყვარულის ქცევას? და რა არის სიყვარულის ქცევა: უსმენდე , უთანაგრძნობდე, გიხაროდეს და პატივს სცემდე შენ მეუღლეს ყოველთვის.

 

ქალებს ძალიან უხარიათ ხოლმე დაქალები დანახვა მათ შორის მათი , ვისაც ყოველდღე ხედავენ . ისე წარმოიდგინე, ისეთი აღტაცებით, რომ შეხვდე შენს მეუღლეს სახლში მოსვლისას ალბათ არსად წასვლა აღარ მოუნდება. იგივე კაცებს ძალიან უხარიათ ძმაკაცების დანახვა მოუსმენენ , მოიკითხავენ ხომლე ესეთი სიხარული და მოსმენა  შენს ცოლს რომ აჩვენო  ალბათ  უბედნიერესი ქალი იქნება დედამიწაზე. რეალურად შენი ცოლი ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე რომელიმე შენი ძმაკაცი ? მერე აჩვენე რა , შენ ხომ გინდა რომ  ის ბედნიერი იყოს.

მგონია რომ სიყვარული გადაწყვეტილებაა. გადაწყვიტე რომ შენს პარტნიორს უმეტესად ელაპარაკო სიყვარულის ენით დაბოლოს, ყოველთვის გაეცი შენ რისი მიღებაც თავად გსურს