ფობიები მრავალნაირია, უთვალავია  : ზოგს კალიების ფობია აქვს,ზოგს სისხლის , ზოგს კატის, ძალღლის და ა.შ. ასევე არსებობს ფობია სექსუალური კავშირის , რომელსაც სახელად ჰქვია – კოიტოფობია.

კოიტოფობია ეს არის ერთ- ერთი სპეციფიკური ფობია შფოთვითი აშლილობის ქვეჯგუფში.

რას განიცდიან ის ადამიანები , რომლებსაც აქვთ შიში სქესობრივი აქტის :

 

სხეულში დაძაბულობა

დეპრესია ( მსუბუქი, საშუალო , მძიმე ან და დეპრესიული ეპიზოდები )

პანიკური შეტევები

ფიზიკური სიახლოვის პანიკური შიში

 

ზიგმუნდ ფროიდმა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი  გავლენა მოახდინა სექსუალობის/ სექსუალური თეორიის  გაგების კუთხით. მან არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა სწორედ ამ საკითხს , რომელიც გაგებულია / აღიარებულია როგორც სექსუალური რევოლუცია. ფროიდი,  ფსიქიკურ ანომალიებს აწერს არაცნობიერ კონფლიქტებს არამარტო სექსუალური გაგების კუთხით , არამედ ფსიქიკური პრობლემების წარმოშობის შესახებ- აც. (ინტერესის შემთხვევაში იხ: Psychosexuelle Entwicklung nach Freud- ფსიქოსექსუალური განვითარება ფროიდის მიხედვით )

 

მოდი პირდაპირ გადავიდეთ სქესობრივი აქტის შიშის მიზეზებზე : ( თემა უდიდესია და მაქსიამლურად ვცდილობ მოკლედ დავწერო )

ადამიანის სექსუალობის ფსიქოსომატური მოდელი აღწერს კომპლექსურ კავშირს ფიზიკურ ( ჰორმონალურ, ბიოქიმიურ ) და ფსიქოლოგიურ პროცესებთან ( შემეცნება / კოგნიცია , შიში და  მოლოდინებს შორის) გასაგებად რომ ვთქვა, სექსუალური შიში ეს არის ერთ მთლიანობაში მოქცეული როგორც სხეულში ასევე გონებაში .

კონკრეტულად რა არის სქესობრივი აქტის შიშის მიზეზები:

საფრთხის მაღალი განცდა

მოლოდინები

კომუნიკაციის პრობლემები , არასაკმარისი ინფორმაცია ან/ და სრული ინფორმაციის არ ქონა .

არახელსაყრელი გარემო , მრავალი რამ იგულისხმება , მათ შორის დრო.

ორსულობის შიში

შიში , სქესობრივი გზით გადამდები დაავადების

საკუთარი თავის მიუღებლობა , შიში არასრულფასოვნების

ურთიერთობების პრობლემები ასევე ურთიერთობაში ადაპტაციის პრობლემა .(ფსიქოანალიზი ძალინა საინტერესოდ ხსნის შიშს სექსისადმი. ინტერესის შემთხვევაში იხ:S. Freud Haltung , Symptom und Angst)

რა ნიშნებით ხასიათდება სქესობრივი აქტის შიში:

ყველა ეს ნიშანი მხვდება , როდესაც ვმუშაობ ადამიანთან, რომელსაც აქვს შიში სქესობრივი აქტის.

წრიული, სერიული დანიშვნა – რეგულარულად იღებ გადაწყვეტილებას რომ გექნებათ კავშირი თქვენს პარტნიორთან ,მიდიხართ და აქტის დროს უარს ამბობ , მიუხედავად იმის რომ დიდი სურვილი გქონდა მანამდე/ ეს ხდება მრავალჯერ ამიტომაც ჰქვია წრიული, სერიული .

თავს არიდებ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ამ საკითხზე

შენს დღის განრიგში ყველაფერია გარდა ამ საკითხის . ხარ დატვირთული ,იღებ უამრავ სოც. ვალდებულებას, უამრავი მიზეზი გაქვს გადადო სექ. აქტი. მიზეზი უამრავია.

კარგავ მიმზიდველობის განცდას  შენი პარტნიორის მიმართ , კარგავ ფიზიკურ ინტერესს შენი პარტნიორის მიმართ , არანაირი ინტერესი ინტიმური ურთიერთობის არ გაქვს .

თვითსაბოტაჟი- სჯი საკუთარ თავს.  შენ ქვეცნობიერად  არღვევ ურთიერთობას სექს. კავშირის უარის თქმის შიშის გამო, უეცრად  ასრულებ  ჯანსაღ ურთიერთობას . ( ესეც ძალიან დიდი თემაა )

ემოციური გამოხატვის შეუძლებლობა :

როდესაც გეძლევა საშუალება იყო გახსნილი ემოციურად შენს პარტნიორთან , თავს არიდებ საუბარს , რადგან გაქვს დაუცველობის განცდა .

 

რა შეიძლება გააკეთო თუ შენ გაქვს შიში სქესობრივი კავშირის

გაიაზრე ის რომ ინტიმური ურთიერთობის შიში ჩვეულებრივი რამაა , ამაში არაფერია საოცრება არც პირველი ხარ დედამიწაზე და არც უკანასკნელი / ანუ მიიღე რეალობა ისე როგორც არის  ( შეგიძლია წაიკითხო ჩემი სტატია „რადიკალური მიმღებლობა „დაგეხმარება ) ინტიმური ურთიერთობა იწყება ჯერ საკუთარი თავის დანახვით, მაშასადამე ჯერ უკეთ უნდა გავიცნოთ საკუთარი ემოციები და სხეული და მერე გადავიდეთ სხვაზე.

სასურველია გაიაროთ ინდივიდუალური და წყვილის თერაპია ,კონკრეტლად ქცევის თერაპია  სადაც ისწავლი რეფლექსიას , წარსულის „გადამუშავებას“ და საკუთარ ფსიქიკასთან თანაგანმცდელ- ემპათიურ ურთიერთობას.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: არასდროს შეგრცხვეს შენი შიშების , არამედ უფრო მეტად გაიცანი და დაუახლოვდი  მას. თუ ჩვენ არ შევებრძოლებით შიშებს , არ გავუწევთ მათ წინააღმდეგობას და დავიწყებთ შიშის გააზრებას და მიღებას , ჩვენ ვნახავთ რომ ერთ დღეს შიში გაქრება .

 

შეხედე შიშს , სირცხვილს , უიმედობას და წარმოიდგინე ყველა ეს გრძნობა , როგორც სიბნელე. ჩვენ ვიცით , ბუნებაში სიბნელე არ არსებობს, სიბნელე სინათლის სრული არქონაა . როდესაც სინათლე ხვდება სიბნელეს , ყოველთვის იმარჯვებს სინათლე- და არა პირიქით .

შიში არის სიყვარულის არარსებობა .

შიში თავისუფლების საპირისპიროა, როდესაც სიყვარული ხვდება შიშს , სიყვარული იმარჯვებს ყოველთვის .:)