ურთიერთობა საკუთარ თავთან,  ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. უმეტესად  ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი საკუთარი თავის ვართ თავად ჩვენ. არასრულფასოვნების კომპლექსი ყველაზე დიდი ხელშემშლელია გზისკენ, გვიყვარდეს საკუთარი თავი .

მე მინდა დაგეხმარო , გაჩვენო როგორ შეგიძლია აიშენო საკუთარი თავის ნდობა და რწმენა.

გულახდილები რომ ვიყოთ ყოველ ჩვენგანს ხშირად თუ იშვიათად  გვქონია განცდა: „ ვარ საკმარისად კარგი?“ „ ვარ საკმარისად ძლიერი, სამარისად დიდი, საკმარისად სიყვარულის ღირსი?“ და სხვა . ხშირად ხდება , როდესაც ადამიანი მუდმივად ადარებს სხვას საკუთარ თავს და ამ შედარებებით უფრო და უფრო უმყარდება განცდა არასრულფასოვნების , არაშესაბამისობის.

ტერმინი „არასრულფასოვნების კომპლექსი“ ეკუთვნის ცნობილ ფსიქოანალიტიკოსს , ფსიქოთერაპევტს ა. ადლერს რაც აღნიშნავს, არასრულფასოვნების გაძლიერებულად განცდას ადამიანში.

მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ რომ „არასრულფასოვნების კომპლექსი“ ეს არ არის ცალკე დიაგნოზი . ადამიანებს რომლებსაც აქვს პიროვნული აშლილობები მათში უმეტესად დიდ ნაწილს იკავებს არასრულფასოვნები კომპლექსი ანუ არასრულფასოვნების კომპლექსი შემადგენელი ნაწილია სხვა პირ. აშლილობებთან ერთად .

 

მოდი პირდაპირ გადავიდეთ რა ნიშნებით ხასიათდება არასრულფასოვნების კომპლექსი

  • ხშირად აქცენტს აკეთებ შენს ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, მუდმივად განცდა გაქვს რომ სხვა გჯობია.
  • იკეტები სოციალურად უმეტესად განსჯის შიშის გამო
  • გაქვს დაბალი თვითშეფასება.
  • გეშინია შეცდომის დაშვების , წარუმატებლობის.
  • ხარ დამოკიდებული ურთიერთობებში გეშინია მარტო დარჩენის ( ურთიერთობაში მარტო დარჩენაზეა ლაპარაკი )

 

კარგი და რა გავაკეთო თუ ესე ვარ ?

ძალიან მინდა მოკლედ დავწერო ორ სავარჯიშოს გთხოვ გააკეთო , რომელიც დაგეხმარება თვითრწმენის აშენებაში

  1. დაუწერე სასიყვარულო წერილი საკუთარ თავს . ( ისე რა ცუდია ხელით დაწერი წერილს თან სასიყვარულოს არავინ რომ აღარ გვწერს )

ხელით დაუწერო სასიყვარულო  წერილი საკუთარ თავს არაჩვეულებრივი მექანიზმია იმის გასაცნობიერებლად თუ რამდენად ღირებული ხარ.

როგორ გააკეთო ეს: დაჯექი შენს საყვარელ ადგილას, სიმშვიდეში აიღე ფურცელი და კალამი და დაიწყე:  „წერილი ჩემს თავს დაწერე: სამი რამ რითაც ამაყობ.( მაგ: ვარ კარგი მეგობარი, კარგი დედა ,მამა ,  კარგი ძმაკაცი რა ვიცი ნებისმიერე რამ)

სამი რამ რასაც უკვე მიაღწიე  ( ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტის , სკოლის დამთავრება, მართვის მოწმობის აღება ნებისმიერი რამ რასაც შენ მიაღწიე )

სამი რამ რაც მოგწონს საკუთარ თავში ( თმა, კბილი, ფეხი, ზრდილობა , მანერა ნებისმიერი რამ რაც მოგწონს )

სამი რამ რაც გეგონა რომ ვერასდროს ისწავლდი და ისწავლე ( გაიხსენე კარგად სამზე მეტიც იქნება)

ჩამოწერე ყველაფერი დადებითი რაც თავში მოგადგება – მშვიდად წერე. აქვე ერთს გეტყვი , თუ გაგიჭირდება შენს თავზე წერა მაშინ წარმოიდგინე რას დაწერდნენ კარგს შენი მეგობრები ან საყვარელი ადამიანები შენს შესახებ , შენი უნარების, ნიჭების  შესახებ .

2 რა შეგიძლია გააკეთო ეს არის აფრიმაცია ანუ დადასტურებები .სიმართლე რომ გითხრათ არ მომწონს ეს ტერმინები მეორეს მხრივ კი მას დიდი გავლენა აქვს მაშინ როდესაც არასრულფასოვნების კომპლექსთან ვმუშაობთ . კვლევებით დასტურდება რომ პოზიტიური შეფასების სტილს დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე .

არასრულფასოვნების კომპლექსთან ვხვდებით უარყოფით აზროვნებას ხომ ესეა უფრო სწორად უარყოფით მიწერილ , დამახსოვრებულ აზრებს, სწორედ ამას ემსახურება აფრიმაცია. უარყოფითი დამახსოვრებული აზრი შევცვალო დადებითით საკუთარ თავზე.  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , რომ აფრიმაცია უნდა იყოს : რეალური, შესაძელებელი , ავთენტური, დადებითი, კონკრეტული და აწმყო დროში .

მაგ ესე: „მე ვარ საკუთარი თავის მიღების და შეყვარების გზაზე „

„ თავს ვაძლევ უფლებას დავუშვა შეცდომები და ვისწავლო მათზე“

„ ვამაყობ ჩემი მიღწევებით „

 

იცი ჩვენ რომ სხვაზე შეყვარებული ვართ  განსაკუთრებით შეყვარებულობის ფაზაში  გვიკეთია ვარდისფერი სათვალეები , ყველაფერი გვეჩვენება იმ ადამიანში გადასარევი და უნიკალური ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს დასაწყის ეტაპზე 😊ისე ასეთი შემწყნარებელი , შეყვარებული , მიმტევებელი და აღფრთოვანებული რომ იყო საკუთარ თავზე ხანდახ მაინც წარმოგიდგენია რა კარგად იგრძნობ თავს ? ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენს ცხოვრებაში არის შენი თავი გაუფრთხილდი მას.:))