ილუზიები სიყვარულზე
მცდარი წარმოდგენები სიყვარულზე გვიყალიბდება ბავშვობიდან და ხანდახან გრძელდება სულ. 🙂 ბავშვობაში გვიკითხავენ ზღაპრებს , სადაც პრინცი ზღაპრული სასიყვარულო თავგადასავლით ქორწინდება პრინცესაზე.ქორწინდებიან და ზღაპარიც სრულდება. იგივე ხდება მერე ფილმებში , ჰოლივუდურ ისტორიებში და სხვა. რეალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ჰგავს ადამიანის სასიყვარულო ისტორია ზღაპრისას ან ფილმისას. ხშირად ჩვენ „გადაუღეჭავად მიწერილ-დამახსოვრებული “ გვაქვს ილუზიური წარმოდგენები სიყვარულზე, რომელიც ხშირად ხელს უშლის სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება, გავითარებას, რადგან გვგონია , რომ დაწყება „ უნდა „ შესსესაბამებოდეს გარკვეულ კომპონენტებს , ნიშნებს .
კარგი, რომელია ეს ნიშნები, რომელიც თან ახლავს ილუზიურ წარმოდგენას სიყვარულის შესახებ :
1.🔷ილუზია :პეპლები მუცელში.
„დანახვისთანავე თუ არ გამიჩნდა პეპლები მუცელში რა აზრი აქვს ურთიერთბის დაწყებას“.
✅პეპლები მუცელში არ არის აუცილებელი იმისთვის რომ თქვენი, როგორც წყვილის მომავალი ჩამოყალიბდეს. შესაძლოა თქვენ იყოთ : კოლეგები, მეგობრები, კარგი ნაცნობები და თქვენი მეგობრობა თანდათან გადაიზარდოს დიდ სიყვარულში , წყვილად ჩამოყალიბებაში. რაოდენობრივად, მეგობრობით დაწყებული სიყვარული უფრო მყარია და გრძელვადიანი , ვიდრე ერთი ნახვით პეპლები მუცელში. მიუხედავად ამის რა თქმა უნდა არის მრავალი წყვილი , რომელთა სასიყვარულო ურთიერთობაც მუცელში პეპლებით დაიწყო და მათი სიყვარული ათეულობით წლებს უძლებს.
2.🔷ილუზია: სიყვარული რჩება ისეთი, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში .
✅უკაცრავად და ეს წარმოდგენა შეუსაბამოა ბუნების პროცესთან. ის ბედნიერების ჰორმონები Dopamin , რაც სიყვარულის დასაწყის ეტაპზე გვაქვს არ გაგვყვება წლების მერე. სიყვარული ვერ იქნება ისეთი , როგორიც ურთიერთობის დასწაყისში იყო. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დასაწყის ეტაპზე ვაიდიალებთ პარტნიორს. ჩვენს თვალში ის უნაკლოა, რაც მასში არ მოგვწონს მნიშვნელობას კარგავს. მაგ: თუ ბევრს ლაპარაკობს შენი შეყვარებული, შენ მიგაჩნია :“ ბევრს კი არ ლაპარაკობს , არამედ კომუნიკაბელურია😊“თუ წუწურაქია შენ თვლი რომ „ წუწურაქი კი არა , მფლანგველი არ არის“ და სხვა.
მოკლედ, ჩვენ პროექცირებას ვაკეთებთ დადებითად და გვინდა ვხედავდეთ მას, ისე როგორც ჩვენ გვინდა . სამწუხაროდ, შეყვარებულობის ფაზა დიდხანს არ გრძელდება და მერე ყველაფერს ნათლად ვუყურებთ. შესაძლოა, ის რაც თავიდან ამ ადამიანში ძალიან მოგწონდა ახლა სწორედ ის გაღიზიანებდეს .
ახლახანს დავწერე შეყვარებულობის ფაზა- გამიზნულად . სიყვარული დგება შეყვარებულობის ფაზის მერე. სიყვარული ეს არის , როდესაც შენ ადამიანს იღებ ისეთად, როგორიც ის არის, შეულამაზებლად , ნათლად . სწორედ სიყვარულის ფაზაში გამოიყოფა ჰორმონი, Oxytocin, (ოქსიტოცინი) ბმის ჰორმონი, კავშირის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია და მართავს ნდობას და კავშირს წყვილს შორის. ოქსიტოცინი არ გამოიყოფა სისხლში შეყვარებულობის ფაზაში , იმ პირველ ფაზაში დიდი რაოდენობით გამოიყოფა დოპამინი. ოქსიტოცინი, უსაფრთხოების, ნდობის „ გულში ჩაკვრის“ ჰორმონია, რომელიც მხოლოდ სიყვარულის დროს გამოიყოფა სისხლში.
3. 🔷ილუზია : მხოლოდ ერთი დიდი სიყვარული არსებობს .
✅ბევრჯერ მოგვისმენია ეს ფრაზა. განსაკუთრებით მათგან ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი, რომ ის აღარასდროს იქნება ისეთი შეყვარებული როგორც ადრე- გასაგებია.
იცით, ხანდახან მეორე სიყვარული გაცილებით დიდია ვიდრე პირველი, ამას ადასტურებენ ის ადამიანები ვისაც პირველი სიყვარული სხვადასხვა მიზეზით დაენგრა. მიეცით თავს უფლება იყოთ ბედნიერი . სცადეთ, მაღალი ალბათობით გამოვა.
4🔷ილუზია: სიყვარული სექსია გარეშე მეგობრობაა.
✅პირველი, არავის არ აქვს უფლება ფურცელზე დაგიწეროს, როგორი უნდა იყოს შენი სიყვარული. წყვილში/ წყვილად ყოფნა შესაძლებელია სექსუალური კავშირის გარეშე. არაინ წყვილები, ან წყვილში ერთი, რომლებიც სხვადასხვა ბიოლოგიური მიზეზით ვეღარ ახორციელებენ სექს. აქტს. წყვილს შორის ემოციური ბმა/ კავშირი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსუალური კავშირი. მიზიდულობა ესეთ წყვილებში სხვა რამეშია.ასხივებს მათი ემოციურ- ფსიქიკური ბმა. ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ საოცარ ენერგიას.
5. 🔷ილუზია : ეჭვიანობა მნიშვნელოვანია სიყვარულში.
✅ეჭვიანობა ნორმალური გრძნობაა , რომელიც გვხვდება არამარტო ადამიანებში არამედ ცხოველებშიც. ეს გრძნობა განგვიცდია ყველას. აქ კი ლაპარაკი მაქვს არა ნორმალურ ეჭვიანობაზე, არამედ გადაჭარბებულ კონტროლზე და გაუთავებელ ეჭვებზე. ე.წ. ოტელოს სინდრომზე, როდესაც ეჭვიანობა იღებს ბოდვით ხასიათს და ეს ყოველივე შენიღბულია სიყვარულით. გადაჭარბებულ ეჭვიანობას, სრულ უნდობლობას კავშირი აქვს სიყვარულთან . თუ ბრძანდებით ძალიან ეჭვიანი მიმართეთ ფსიქოლოგს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიტანჯებით.
6. 🔷ილუზია: ვისაც მე ვუყვარვარ მან მე ბედნიერი უნდა გამხადოს.
✅დასაწყის ეტაპზე ეს ფიქრები რომ გაქვს / გვაქვს არაუშავს😊. მეორეს მხრივ კი ჩვენ ყველა, საკუთარ ბედნიერებაზე თავად ვართ პასუხისმგებლები . არავინ არ არის ვალდებული მუდმივად გვაბედნიეროს.წყვილში ჯანმრთელია ერთმანეთის ბედნიერებაზე ფიქრი და ზრუნვა.
7.🔷ილუზია : სიყვარული გრძელდება მთელი ცხოვრება, თუ ის ნამდვილია.
✅არ ვიცი ამ გარანტიას ვინ იძლევა , სიყვარულის თავისთავად გაგრძელების. იმისთვის რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს წყვილი უნდა ზრუნავდეს, პატივს სცემდეს და ენდობოდეს ერთმანეთს. სიყვარულს სჭირდება გაფრთხილება და მოვლა , თუ გვინდა რომ ის მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.