რაც უფრო ელიტურია, ძვირიანია სკოლა მით უფრო მაღალია ბულუნგი . ჯერ არ არსებობს სახელმწიფო რომელმაც ეს უდიდესი პრობლემა მოაგვარა მიუხედავად ამის გეტყვი პრევენციის რამდენიმე გზას.
ბულინგი ორი სახისაა ძირითადად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ( ცემა, შეხება, დაცინვა , მუქარა)
როგორ დაიცვას ბავშვმა თავი და შენ მშობელმა როგორ დაეხმარო ასევე სკოლა.
აქვე ვიტყვი შიშველ რეალობას, ბავშვს ვერავინ დაეხმარება თვითონ უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან .
პირველი:
•მშობელო ! აჩვენე შენს შვილს რომ მის ნათქვამს იღებ ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ ! ყველა წვრილმანს არაფერი “მოიცა კაცო”
მეორე:
• წაახალისე ბავშვი რომ შენთან ლაპარაკი მოუნდეს ( წაიკითხე წინა სტატია აალაპარაკე ბავშვი) მ ო უ ს მ ი ნ ე! ბავშვს ყველაფერი შენ მშობელმა არ იცი .
მესამე:
• დაარწმუნე შენი შვილი რომ მისი ბრალი არაა თუ ვინმე მას დასცინის.
თვითღირებულება თუ აქვს ბავშვს დაბალი ეს შენი შეცდომაა. ამიტომ ისწავლე აუმაღლო ბავშვს თვითღირებულება
❗️ბულინგის მიზეზი არ აქვს : გაბულინგებენ ლამაზსაც, უშნოსაც , ჭკვიანსაც და არაჭკვიანსაც , მსუქანსაც გამხდარსაც .მოკლედ ,დასაბულინგებლად მიზეზი დამნაშავეს ყოველთვის აქვს ეს უნდა გაიაზროს ბავშვმა და ამაშინ შენ უნდა დაეხმარო
💚ბავშვებისთვის / მოზარდებისთვის 👇
რა დაეხმარება ბავშვს თუ მას აბულინგებენ და არაფერს ჰყვება არც მშობლებთან ან/ და შორსაა მშობლებისგან ? ხომ ვთქვი თავი თვითონ უნდა დაიცვას მეთქი .
✅აუცილებელია ბავშვს ჰყავდეს მეგობრები სკოლაში ვისთანაც ის იქნება. 1 ან 2 მეგობარიც კი საკმარისია. მეგობრები, რომლებიც მას მხარში დაუდგებიან ვისთან ერთადაც ის გაატარებს დროს და მეგობრობა იქნება ერთგულებაზე, მიმღებლობაზე დაფუძნებული .
დამნაშავე ეძებს მსხვერპლს მაშასადამე პირს ,ვინც წამოეგება მაშინვე დაცინვაზე . დამნაშავე რომ ხედავს “ ვარდები” მაგასაც ეგ უნდა გიმატებს და გიმატებს.
რა ქნა მსხვერპლმა ბავშვმა დაგცინა ? იგნორი გაუკეთე . რამდენჯერმე იგნორს გაუკეთებ და შენ დამნაშავე ბავშვისთვის საინტერესო აღარ იქნები. პარალელურად გააძლიერე შენს მეგობრებთან ურთიერთობა , ელაპარაკე სახლში ოჯახის წევრებს, ასევე მოუძებნე დამნაშავე ბავშვს რაიმე სახუმარო და იცინე ოჯახთან ერთად მაგ : იცინე იმაზე რაზეც თავად ეს ბავშვი დაგცინის. ხმა წარმოთქვი ისე ან მიმიკა :))) -ნახავ ვიზეც იცინებ შენზე გავლენას დაკარგავს .
ბულინგის გაგრძელების ან გართულების შემთხვევაში ჯერ მიმართე შენს ოჯახს და ოჯახმა მიმართოს სკოლას .
მშობლებისთვის👇
აუცილებელია მშობელმა იხმაროს ჭკუა და არ მიუვარდეს ბავშვებს და მის ოჯახის წევრებს .ასეთი ქმედებით თქვენ გაწირავთ ბავშვს იმისკენ რომ მარტო ვეღარ მივა ლაღად სკოლაში.
არჩევანი შენზეა იაროს სკოლაში ,როგორც ღირებულმა და მამაცმა რაც საკუთარი თავით შეძლო ,თუ იაროს სკოლაში შეშინებულმა და დამორცხვებულმა
📧ინდივიდუალურად გინდა ისწავლო ბულინგის ამოცნობა , მართვა , პრევენცია , თავდაცვა და გამკლავება ,მაშინ ჩაეწერე ჩემთან კონსულტაციაზე