ლიკა ცონდლერი ფსიქოლოგი, სისტემური ფსიქოკონსულტანტი.

სისტემური კონსულტირება, თერაპია და ქოუჩინგი. გერმანია. ქალაქ  ჰამბურგის მიერ შემოწმებული , ლიცენზირებული ფსიქოკონსულტანტი .

შენ შენი გამოცდილება არ ხარ, შენ ხარ ის რაც ამ გამოცდილებიდან ისწავლე.

თითქმის ყველა კრიზისმა, რომელიც შენს ცხოვრებაში იყო შეგცვალა, გაგაძლიერა.  რაც უფრო დიდი და  მტკინვეული  იყო კრიზისი მით უფრო მეტად იზრდებოდი შენ. თითქოს დღეს სხვა ხარ „ამდენი რამე როგორ გადავიტანე?“ სიძლიერის განცდით ეკითხები ხანდახან საკუთარ თავს . გთხოვ, დაფიქრდი: სად, როგორ  იქნებოდი დღეს, რომ არა შენი ცხოვრების ქარტეხილები?

როგორ იქნებოდი, რომ დარჩენილიყავი ურთიერთობაში, რომელიც შენ ტკივილს გაყენებდა? მაღალი ალბათობით ფიქრობ:

მტკინვეული  დასასრული უკეთესია და რა თქმა უნდა უკეთესია ვიდრე ყალბი,  ხელოვნური თანაცხოვრება.

რომ არ დაგეკარგა სამსახური, სადაც შენ თითქმის არანაირი გავითარების საშუალება არ გქონდა, დღეს ვერ და არ გააკეთებდი იმას რასაც აკეთებ. შენ კრიზისებმა გაგზარდეს, გაგაძლიერეს .

ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ წარსული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ გამოცდილება, რაც მისგან მივიღეთ , ვისწავლეთ .

შენ თუ ინტერესი გაქვს ჩემთან მუშაობის, მაშასადამე   სურვილი გქონია შეცვალო შენი ცხოვრება, ისე როგორც გსურს. მაშასადამე, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, რადგან კმაყოფილი, ბედნიერი, შემდგარი ცხოვრება პასუხისმგებლობის გარეშე ვერ იმუშავებს. დატოვო შენი კომფორტის ზონა, საკმაოდ რთული გამოწვევაა. მისი დატოვება მოითხოვს : გამბედაობას,  ძლიერ ნებისყოფას და შინაგან ძალას. ამ სამი კომპონენტის გამომუშავება, დასწავლა გჭირდება საკუთარი ცხოვრების ისე მოსაწყობად, როგორიც ის თავად წარმოგიდგენია.

მე ჩემი ღია და უშუალო  მანერით,  პროფესიული ცოდნით და გამოცდილებით მოხარული ვარ, რომ მიცხადებ ნდობას, ვიყო შენი გენიალური ცხოვრების თანაგამყოლი, დამხმარე. გაპოვნინო, გნებავს, ერთად ვიპოვოთ გზები შენი ახლანდელი და მომავალი ცხოვრების საკეთილდღეოდ.

სიამოვნებით განვახორციელებ შენთან  უფასო პირველად  სატელეფონო ან ონლაინ გასაუბრებას

ონლიან გასაუბრება: Zoom, WhatsApp, Google Meeting,Messenger. რომელიც შენთვის უფრო მოსახერხებელია.

მე ვიცავ  მკაცრად გერმანულ კანონმდებლობას.კანონს გაუთქმელობის, კონფიდენციალობის შესახებ. Schweigepflicht § 203 StGB- ამ კანონის თანახმად ჩვენს შორის განხილული და განხორციელებული ნებისმიერი საკითხი უნდა დარჩეს მხოლოდ ჩვენ ორს შორის. ჩემი მხრიდან დაუშვებელია ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება  კლიენტის შესახებ.