ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია, თერაპია და ქოუჩინგი.
თუ შენ ჩემთან ფსიქოლოგიურ კონსულტირებას გადაწყვეტ, მაშინ იწყება პროფესიონალური პარტნიორობა ჩვენს შორის, რომელიც დაგეხმარება სირთულეების, პრობლემების მოგვარებაში და მიზნების მიღწევაში.
ნდობა და უსაფრთხოება ფსიქოლოგს და კლიენტს შორის ურთიერთობაში არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ნდობის გარეშე თითქმის შეუძლებელია მიღწეული იქნას რაიმე დადებითი შედეგი.
კონსულტაციის, კლიენტს და ჩემს შორის მუშაობის უდიდესი ნაწილი ეთმობა რეფლექსიას. ამაღელვებელი, საინტერესო და რთული რეფლექსიის პროცესში ის არის, რომ მოგზაურობის დასაწყისში არ იცი სად დასრულდება ის. მაშასადამე შესაძლოა იწყებდე კონსულტაციას კონკრეტულ თემაზე, რაც შენ იმ მომენტში გაწუხებს, მაგრამ რეფლექსიის პროცესმა საერთოდ სხვა მიზეზამდე მიგიყვანოს. ამიტომაცაა საინტერესო, რთული და ამაღელვებელი.
მე, როგორც ფსიქოლოგი, ვეხმარები ჩემს კლიენტს პასუხების ძებნაში, რა შეიძლება გააკეთონ მათ იმისთვის, რომ მიიღონ საკუთარ კითხვებზე პასუხები. სწორედ ეს პასუხებია რეფლექსიის პროცესის დიდი ნაწილი.
ზოგად ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, უცხოეში გადასვლა საცხოვრებლად ან სამუშაოდ, რომელმაც შესაძლოა მძლავრი ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს.
არ გჭირდება იმის განცდა, რომ მარტო ხარ. მე სიამოვნებით დაგიჭერ მხარს, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში.
ასევე სამსახურის დაკარგვა. ეგზისტენციალური კრიზისი და მისგან გამოწვეული შიშები. სირთულეები პირად ურთიერთობებში და ოჯახში.
მოულოდნელი, უკონტროლო მოვლენა, რომელიც განიხილება, როგორც- უმართავი. მაგ: საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, განშორება სრულიად მოულოდნელად და ა.შ. მოულოდნელი ტრავმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის მძიმე ტანჯვა.
მე დაგეხმარები შენი პირადი ტრავმის შემსუბუქებაში. ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვიპოვით არაერთ გამოსავლის გზებს.
ტოტალური ემოციური, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვა. შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება. ე.წ. “გადაწვა” “Burn – Out – Syndrom” – ეს არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ რისკის მდგომარეობა საიდანაც შესაძლოა გავითარდეს ფსიქიკური და ფსიქო-სომატური აშლილობები, დაავადებები. სტრესული “გადაწვა” საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას, რათა დამუშავებული იქნას თითოეული დეტალი – სწორედ ამიტომ ვდგავარ შენს გვერდით.
ტერმინი “გარდამავალი ასაკის კრიზისი” აღწერს ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც მიმდინარეობს ცხოვრების გარდამავალ ასაკში შესაძლოა იწყებოდეს 30 წლიდან და მიმდინარეობდეს 55 წლამდე, ან ზევით . ხშირად ამ პერიოდში მყოფი ადამიანები, ეჭვქვეშ აყენებე მათი ცხოვრების მნიშვნელობას . ეს საკმაოდ რთული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ამ პერიოდში ხანდახან საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტირება. რეფლექსია და ანალიზი. სწორედ ამიტომ ჩემი ერთ- ერთი სამუშაო თემაა გარდამავალი ასაკის კრიზისი, სადაც ვეხმარები ჩემს კლიენტს კრიზისის მართვაში .
ნებისმიერი სახის: სკოლაში, სამსახურში, ოჯახში. ჩვენი ერთობლივი მუშაობით მე გაჩვენებ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ გაუმკლავდე ემოციურ და ქცევის დონეზე მობინგს, როგორ დააღწიო თავი ზეწოლას.
დასწავლა შემთხვევით არ დამიწერია. ადამიანის თვითშეფასების, თვითრწმენის, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბება ხდება ბავშვობაში. ბავშვობაში ვერ დავბრუნდებით. მერე, დიდობაში მიმაჩნია რომ ადამიანმა “უნდა დაისწავლოს” ის რაც არ აქვს, მაშასადამე დაისწავლოს თვითშეფასება, თვითსიყვარული, თვითრწმენა, ცხადია თუ მას ეს სურს. ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ჩემი გამოცდილებით და ცოდნით გასწავლი, როგორ მართო შენთვის სასურველი ცხოვრება და როგორ იპოვო შენს თავში სიძლიერე, რომელიც რა თქმა უნდა გაქვს, მაგრამ შესაძლოა არ იცოდეს სად “იმალება” ის .
ლიბიდოს დაქვეითება ან პირიქით. ( სექსის სურვილის მკვეთრი მომატება ან დაქვეითება.) ერექციული დისფუნქცია. აღზნების დარღვევები, ორგაზმული დარღვევები, გენიტალური “ტკივილი” , ვაგინალური სიმშრალე , ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, სექსუალური შიშები , სექსუალური უკმაყოფილება ქორწინებაში , ან თანაცხოვრებაში. სექსუალური კონსულტირება, თერაპია შენ გეხება, თუ ვერ თავისუფლდები სექსუალური წინაღობებისგან. ის ეხმარება წყვილს, კომუნიკაციის , ფიზიკური და ინტიმური სურვილის გაუმჯობესებაში. სექსუალური თერაპიაში დიდ როლს თამაშობს საკუთარი თავის მიმღებლობა. ჩვენი ერთობლივი მუშაობით მე დაგეხმარები შენი სხეულის და სექსუალობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. შენი სექსუალური იდენტობის მიმღებლობაში. სექსუალური კონსულტირება გეხმარება დაძლიო სექსუალური ბლოკადები ან ტრავმა, გამოუცხადო ნდობა საკუთარ სხეულს და სექსუალობას.
ერთობლივი მუშაობა კლიენტს და ჩემს შორის – ინდივიდუალურად. Single Consulting ინდივიდუალური კონსულტაცია და თერაპირება მათთვის ვისაც აქვს სირთულეები პარტნიორულ ურთიერთობაში, განსაკუთრებით დასაწყის ეტაპზე. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება, სირთულეები ექმნებათ ურთიერთობის დაწყებისთანავე და სურვილი აქვთ ისწავლონ, მართონ საკუთარი პირადი სივრცე. აქ თერაპია/ კონსულტაცია მიმყავს შვეიცარიელი ფსიქიატრის , ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის Jürg Willi -ს და John Gottman ამერიკელი ფსიქოლოგის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის მეთოდების გამოყენებით.ზემოთ ნახსენები ორივე მეცნიერი, სწავლობდა სწორედ სიყვარულის ფსიქლოგოგიას და შეიმუშავეს არაერთი გამოყენებადი მეთოდი. “სიყვარულის ლაბორატორია” ევროპაში და ამერიკაში მათი დაარსებულია .
წყვილს შორის ურთიერთობაში ადგილი აქვს არაერთ კრიზისს. არის შემთხვევები, როდესაც წყვილი თავად ვერ უმკლავდება, ან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მათ შორის მომხდარ დაძაბულობას, ღალატს და ა.შ. ჩემთან მუშაობა თქვენს ურთიერთობაში შემოიტანს ახალ შუქს, ახალ დასაწყისს, რომელიც თქვენს ურთიერთობას გახდის საინტერესოს და სიცოცხლით სავსეს. ყურადღება! წყვილს შორის თერაპიას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ორივეს წყვილში სურს შეინარჩუნოს გააგრძელოს და განაახლოს ურთიერთობა. თუ წყვილიდან ერთ-ერთს ცნობიერად არ უნდა თქვენთან ყოფნა, წყვილს შორის თერაპია შედეგს არ გამოიღებს.
კომუნიკაციის სირთულეები მშობლებთან, სკოლაში მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან. გაურკვევლობა პროფესიის არჩევისას და სხვა. მე სიამოვნებით დაგეხმარები შენთვის სასურველი მიზნების მიღწევაში. როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.
მთავარი მეთოდები და ფსიქოლოგიური მიმართულებები, რომელსაც ვიყენებ კონსულტირებისთვის, ქოუჩინგისთვის, თერაპიისთვის: იაკობ ლევი მორენო – ფსიქოდრამა. მთლიანად ფსიქოდრამის ყველა ძირითადი მეთოდი: “გაცვლა – ორმაგი” “სკამის“ მეთოდი, სოციომეტრია და სოციალური ატომი. ეს მეთოდები გამოიყენება ასევე Gestalttherapie & Schematherapie-ში. მე ვიყენებ მთლიანად გენიალურ მორენოს ფილოსოფიას. ეს არის ფილოსოფია, სადაც შედეგს მაშინვე ფიქრობ, გრძნობ და ხედავ.
სისტემური კონსულტირება Lösungsorientierte Kurztherapie nach Steve de Shazer. Kognitives Verhaltens- Coaching nach Ellis und Beck.- მიხედვით.
კოგნიტური ქცევის თერაპია წამყვანი მიმართულებაა ჩემს სამუშაო სივრცეში მეთოდები პოზიტიური ფსიქოთერაპიიდან პროფესორ ნესართ პეშეშხიანის მიხედვით, ასევე მეთოდები პოზიტიური ფსიქოლოგიიდან მარტინ სელიგმანის მიხედვით და სხვა.