არასრულფასოვნების განცდა რა არის და როგორ უშველო .
აქვე, იმ შემთხვევაში თუ განცდა არასრულფასოვნების მთლიანად იპყრობს ადამიანს მაშინ უნდა მიმართო სპეციალისტს ან ჩვენ ან სხვას .
დავიწყოთ სიმპტომები :

ხშირას აქცენტს აკეთებ შენს ნაკლოვანებებზე
• რა არ გამოგდის, რა არ შეგიძლია და ა.შ.

იკეტები სოციალურად
• არ გადიხარ გარეთ, თავს არიდებ კონტაქტს როგორც ვიწრო ასევე ფართო წრეში.

გაქვს დაბალი თვითშეფასება .

გეშინია შეცდომის დაშვების

ხარ დამოკიდებული სხვაზე -აქ ემოციურ დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი .
რა გააკეთო თვითდახმარება :

შეეცადე გაიაზრო მთელი არსით, რომ არ არსებობს არასრულფასოვანი ადამიანი . არ შეგიძლია სიარული? შეიძლება მაგრად წერ, ან პროგრამისტი ხარ საოცარი. მსუქანი ხარ ხალიან? სამაგიეროდ გული გაქვს მთელ დედამიწას რომ დაიტევს ისეთი. მეტყველება გაქვს ცუდი? სამაგიეროდ მოსმენა შეგიძლია საოცარი. მოკლედ, არ არსებობს არასრულფასოვნება შენ ხარ საკმარისი! -გაიაზრე

ყოველდღე გააკეთე აფრიმაცია სარკესთან . სამეცნიერო კვლევებით დასტურდება , რომ პოზიტიური შეფასების სტილს დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ფსიქიკური კეთილდღეობისთვის . მოდი უარყოფითი ფრაზები შენს თავზე შეცვალე დადებითით . მაგ: “რა სულელი ვარ, რა დებილი , რა შტერი “- შეცვალე ესე :” “მე ყოველდღიურად ვგრძნობ თავს კარგად. “ვძლიერდები ყოველდღე” “ მე სრულად საკმარისი ვარ რომ მიყვარდეს ჩემი თავი”

დატოვე მსხვერპლის როლი -ამას სჭირდება დრო . ქცევის შეცვლა ადვილი არაა მაგრამ გაკეთებადია ამიტომაცაა ქცევის თერაპია გერმანია ავსტრია , შვეიცარიაში უკონკურენტო .
როგორ შეცვალო ქვევა პრქტიკაში მარტომ ? მაგ: გეშინია კამერასთან ლაპარაკის -ილაპარაკე ხშირად. გეშინია გოგოს რომ გაეპრანჭო ? გაეპრანჭე ხშირად . შენ ნახავ პირველი სამი ქცევის შეცვლა ძალიან გაგიჭირდება შეიძლება “ მოვკვდები ახლა “ ეს დაგემართოს, მაგრამ მერე და მერე ნახავ როგორ გაფრინდება შიში შენგან იმიტომ კი არა რომ რამე საოცრება მოხდება , იმიტომ რომ შენ ის ქცევაში შეიჩვიე. რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენთვის ის რუტინაა . აკეთე ის რისიც გეშინია და შიში გაქრება.