ურთიერთობა საკუთარ თავთან, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. უმეტესად ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი საკუთარი თავის ვართ თავად ჩვენ. არასრულფასოვნების კომპლექსი ყველაზე დიდი ხელშემშლელია გზისკენ, გვიყვარდეს საკუთარი თავი .
მე მინდა დაგეხმარო , გაჩვენო როგორ შეგიძლია აიშენო საკუთარი თავის ნდობა და რწმენა.
გულახდილები რომ ვიყოთ ყოველ ჩვენგანს ხშირად თუ იშვიათად გვქონია განცდა: „ ვარ საკმარისად კარგი?“ „ ვარ საკმარისად ძლიერი, სამარისად დიდი, საკმარისად სიყვარულის ღირსი?“ და სხვა . ხშირად ხდება , როდესაც ადამიანი მუდმივად ადარებს სხვას საკუთარ თავს და ამ შედარებებით უფრო და უფრო უმყარდება განცდა არასრულფასოვნების , არაშესაბამისობის.
ტერმინი „არასრულფასოვნების კომპლექსი“ ეკუთვნის ცნობილ ფსიქოანალიტიკოსს , ფსიქოთერაპევტს ა. ადლერს რაც აღნიშნავს, არასრულფასოვნების გაძლიერებულად განცდას ადამიანში.
მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ რომ „არასრულფასოვნების კომპლექსი“ ეს არ არის ცალკე დიაგნოზი . ადამიანებს რომლებსაც აქვს პიროვნული აშლილობები მათში უმეტესად დიდ ნაწილს იკავებს არასრულფასოვნები კომპლექსი ანუ არასრულფასოვნების კომპლექსი შემადგენელი ნაწილია სხვა პირ. აშლილობებთან ერთად .
მოდი პირდაპირ გადავიდეთ რა ნიშნებით ხასიათდება არასრულფასოვნების კომპლექსი
- ხშირად აქცენტს აკეთებ შენს ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, მუდმივად განცდა გაქვს რომ სხვა გჯობია.
- იკეტები სოციალურად უმეტესად განსჯის შიშის გამო
- გაქვს დაბალი თვითშეფასება.
- გეშინია შეცდომის დაშვების , წარუმატებლობის.
- ხარ დამოკიდებული ურთიერთობებში გეშინია მარტო დარჩენის ( ურთიერთობაში მარტო დარჩენაზეა ლაპარაკი )
კარგი და რა გავაკეთო თუ ესე ვარ ?
ძალიან მინდა მოკლედ დავწერო ორ სავარჯიშოს გთხოვ გააკეთო , რომელიც დაგეხმარება თვითრწმენის აშენებაში
- დაუწერე სასიყვარულო წერილი საკუთარ თავს . ( ისე რა ცუდია ხელით დაწერი წერილს თან სასიყვარულოს არავინ რომ აღარ გვწერს )
ხელით დაუწერო სასიყვარულო წერილი საკუთარ თავს არაჩვეულებრივი მექანიზმია იმის გასაცნობიერებლად თუ რამდენად ღირებული ხარ.
როგორ გააკეთო ეს: დაჯექი შენს საყვარელ ადგილას, სიმშვიდეში აიღე ფურცელი და კალამი და დაიწყე: „წერილი ჩემს თავს დაწერე: სამი რამ რითაც ამაყობ.( მაგ: ვარ კარგი მეგობარი, კარგი დედა ,მამა , კარგი ძმაკაცი რა ვიცი ნებისმიერე რამ)
სამი რამ რასაც უკვე მიაღწიე ( ეს შეიძლება იყოს უნივერსიტეტის , სკოლის დამთავრება, მართვის მოწმობის აღება ნებისმიერი რამ რასაც შენ მიაღწიე )
სამი რამ რაც მოგწონს საკუთარ თავში ( თმა, კბილი, ფეხი, ზრდილობა , მანერა ნებისმიერი რამ რაც მოგწონს )
სამი რამ რაც გეგონა რომ ვერასდროს ისწავლდი და ისწავლე ( გაიხსენე კარგად სამზე მეტიც იქნება)
ჩამოწერე ყველაფერი დადებითი რაც თავში მოგადგება – მშვიდად წერე. აქვე ერთს გეტყვი , თუ გაგიჭირდება შენს თავზე წერა მაშინ წარმოიდგინე რას დაწერდნენ კარგს შენი მეგობრები ან საყვარელი ადამიანები შენს შესახებ , შენი უნარების, ნიჭების შესახებ .
2 რა შეგიძლია გააკეთო ეს არის აფრიმაცია ანუ დადასტურებები .სიმართლე რომ გითხრათ არ მომწონს ეს ტერმინები მეორეს მხრივ კი მას დიდი გავლენა აქვს მაშინ როდესაც არასრულფასოვნების კომპლექსთან ვმუშაობთ . კვლევებით დასტურდება რომ პოზიტიური შეფასების სტილს დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე .
არასრულფასოვნების კომპლექსთან ვხვდებით უარყოფით აზროვნებას ხომ ესეა უფრო სწორად უარყოფით მიწერილ , დამახსოვრებულ აზრებს, სწორედ ამას ემსახურება აფრიმაცია. უარყოფითი დამახსოვრებული აზრი შევცვალო დადებითით საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , რომ აფრიმაცია უნდა იყოს : რეალური, შესაძელებელი , ავთენტური, დადებითი, კონკრეტული და აწმყო დროში .
მაგ ესე: „მე ვარ საკუთარი თავის მიღების და შეყვარების გზაზე „
„ თავს ვაძლევ უფლებას დავუშვა შეცდომები და ვისწავლო მათზე“
„ ვამაყობ ჩემი მიღწევებით „
იცი ჩვენ რომ სხვაზე შეყვარებული ვართ განსაკუთრებით შეყვარებულობის ფაზაში გვიკეთია ვარდისფერი სათვალეები , ყველაფერი გვეჩვენება იმ ადამიანში გადასარევი და უნიკალური ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს დასაწყის ეტაპზე 😊ისე ასეთი შემწყნარებელი , შეყვარებული , მიმტევებელი და აღფრთოვანებული რომ იყო საკუთარ თავზე ხანდახ მაინც წარმოგიდგენია რა კარგად იგრძნობ თავს ? ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენს ცხოვრებაში არის შენი თავი გაუფრთხილდი მას.:))