„ეჭვიანობა , ეს არის შიში შედარების”
მაქს ფრიში
ეჭვიანობა.⬇️
✅რა არის ეჭვიანობა?
ეჭვიანობა არის უარყოფითი ემოცია , რომელიც თითქმის ყველა ადამიანს განგვიცდია. ეს ის ემოციაა, რომელიც გვტკივა და არ მოგვწონს, მთავარი მიზეზი უნდობლობაა. ეჭვიანობა ვხვდება , როგორც ქალებში , ასევე კაცებში, ბავშვებში და ცხოველებშიც კი . ეს ემოცია ვლინდება , როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე სამსახურში , სკოლაში, ასევე ოჯახში პატარა ბავშვებს შორის. მოკლედ, ყველგან სადაც ვფიქრობთ, რომ
სხვა ჩვენ გვჯობნის, სხვას უფრო მეტად “აფასებენ” ვიდრე ჩვენ .
✅არსებობს ეჭვიანობის კიდევ სხავადასხვა სახე?
•რეაქტიული ეჭვიანობა -როდესაც პარტნიორი( მოდით ამ
შემთხვევაში პარტნიორული ურთიერთობა განვიხილოთ ) არ ენდობა პარტნიორს , რადგან ურთიერთობაში უკვე ადგილი ქონდა ,ან ემოციურ ან სექსუალური ხასიათის ღალატს. ამ შემთხვევაში პარტნიორს ხშირად აქვს ეჭვები, რომელიც მას წარსულს ახსენებს .
• პრევენციული ეჭვიანობა – ეჭვიანობა დაცვითი ხასიათის . პარტნიორს აქვს შიში მისმა პარტნიორმა არ გაიცნოს ვინმე , ვის გამოც მას დატოვებენ.ამისთვის ის ზრუნავს ყველაფერზე მაგალითად: ვის წერდა დიდ ხანს ? რატომ იყო ონლაინ ? ვინმე ხომ არ გაიცნო ? პრევენციული ხასიათის ეჭვიანობა შეიძლება გაგებული იქნას ასევე , როგორც გადაჭარბებული სიყვარული” ზრუნვა შენარჩუნებული იქნას მუდამ პარტნიორი .
• პარტნიორის მიერ შეთხზული , გამოგონილი ეჭვიანობა .
გადაჭარბებული სურვილი , პარტნიორთან ყოველწამიერი ყოფნის, თვალთვალი , პირად სივრცეში შეჭრა, ტელეფონში ინფორმაციის ძებნა , მუდმივი , გაუთავებელი ჩხუბი, თუ ვის ელაპარაკებოდა , რატომ ელაპარაკებოდა, ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობა . ეს ავადმყოფური ეჭვიანობაა და ფსიქოლოგიაში ცნობილია როგორც “ ოტელოს სინდრომი” როგორც წესი ამ ეჭვიანობის ბოლო ურთიერთობის სრული კრიზისია .
✅განსხვავდება ერთმანეთისგან ქალების და კაცების ეჭვიანობა?
დიახ, კაცისთვის სექსუალური ღალატი უმნიშვნელოვანესია ან / და პოტენციური სექსუალური ღალატი . კაცი ,ძალიან ემოციურად რეაგირებს სექსუალურ ღალატზე , მისთვის ეს შემთხვევა შესაძლოა დეპრესიის, მუდმივი აგრესიის წყარო გახდეს, შესაძლებელია მრავალი წელი ვერ აპატიოს პარტნიორს. მამაკაცი ფსიქო-ემოციურად განსხვავდება ქალისგან და მისთვის სექსუალური ხასიათის ღალატი , მისი პიროვნებისთვის ხანდახან დამანგრეველია.
ქალი – ეჭვიანობს უფრო სხვა მიმართულებით . რა თქმა უნდა სექსუალური ღალატი მისთვის მნიშვნელოვანია , მაგრამ ისეთი დამანგრეველი არა როგორც კაცისთვის. რა ნიშნავს ეს? ქალი ასევე განსხვავდება კაცისგან ფსიქო-ემოციურად ფსიქო-ბიოლოგიურად, ამდენად მისთვის წამყვანი ემოციებია . ქალისთვის უფრო მნიშვნელოვანია , თუ რამდენი დრო გაატარა კაცმა სხვასთან, რამდენად უფრო მეტად უყვარდა, თუ რამდენი ინვესტიცია ჩადო სხვაში ; (დრო, ენერგია, საჩუქრები) ისინი ერთად სადილობდნენ თუ არა, დადიოდნენ გასართობად თუ არა, ბევრს იცინოდნენ თუ არა , უფრო მეტად კოცნიდა და ეფერებოდა და თუ არა, მოკლედ ქალისთვის დამანგრეველია , თუ რა ემოცია ქონდა კაცს სხვასთან , ანუ უფრო კარგად იყო სხვასთან? უფრო უყვარდა? ეს ქალისთვის -ძალიან მნიშვნელოვანია .
✅რა გავაკეთო თუ ეჭვიანი ვარ?
როდესაც ფიქრობ რომ ეჭვიანი ხარ- აღიარე .კითხე შენს თავს ხომ არ აჭარბებ?! დააკვირდი შენს ფიქრებს , შენ ხომ არ გამოიგონე?! გაიაზრე , ეს მხოლოდ შენი ფიქრებია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალიბასთან .
✅იფიქრე კარგი- ესე :მოიცა რა დროს ეჭვიანობაა, მომავალ შაბათ-კვირას ჩემ მეგობრებთან ერთად კარგი ამბები გვაქვს დაგეგმილი, ან/და 1 წელია ერთად ვართ და ჯერ მსგავსი არაფერი ყოფილა , მთელ ცხოვრებას ერთად ვგეგმავთ და ვხედავ როგორ ვუყვარვარ ბევრი კარგი დღეები გვაქვს წინ.
✅ილაპარაკეთ- ილაპარაკეთ რაც არ მოგწონთ.უთხარით ,თუ რამ გამოიწვია თქვენი ეჭვები. უთხარით ესე: იცი, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ ,ჩვენი ურთიერთობა არ მინდა გაფუჭდეს და გთხოვ შევეცადოთ გავასწოროთ ის რაც არ მოგვწონს . თუ ორივესთვის ურთიერთობა ღირებულულია , მაშინ ორივე მხარე შეეცდება კორექცია შეიტანოს ურთიერთობაში.