“ერთადერთი ადამიანი ვისაც თავი უნდა შეადარო ეს არის ის ,ვინც იყავი ადრე და ერთადერთი ადამიანი ვისზე უკეთესიც უნდა იყო ეს არის ის, ვინც ხარ ახლა. “
ზ. ფროიდი.
“ვინც ამ წინადადებებს ყოველდღე იძახის , ის ემოციურად სტაბილურია” .
ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს , ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი , Dr. Contrey .
• რას ნიშნავს ემოციური სტაბილურობა? ეს ნიშნავს : შესაბამის თვითშეფასებას, თვითრწმენას, თვითსიყვარულს, ავთენტურობას, შინაგან სიძლიერეს. ემოციურად სტაბილური ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ თავს საკუთარ თავში/ საკუთარ თავთან . მათ მყარი და ჰარმონიული კავშირი აქვთ საკუთარ შინაგან სამყაროსთან. ზუსტად ამ სიძლიერეს ასხივებენ ეს ადამიანები გარეგნულადაც. მაშასადამე რასაც , როგორც გრძნობენ საკუთარ თავს, რა წარმოდგენაც მათ შინაგანად საკუთარ თავზე აქვთ, იმას ვხედავთ ჩვენ გარედან. მოდი გადავიდეთ მოკლედ და გასაგებად, რა წინადადებებია ის, რასაც ემოციურად სტაბილური ადამიანი ყოველდღიურობაში იყენებს. აქვე დავწერ : ემოციურად სტაბილური ადამიანი ეს არის ტიპი, რომელიც თავად მართავს ემოციებს, და არა ემოციები მართავენ მას .შეიძლება ითქვას , ესეთი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას მართავს ისე, როგორც მას სურს. მე ,ეს თემა მოგიმზადე იმიტომ რომ თავად შეძლო , ივარჯიშო და გაიუმჯობესო შენი ემოციური სტაბილურობა. ( გაიუმჯობესო ე.წ. ემოციური ინტელექტი. მე ტერმინები არ მიყვარს, ამიტომ მირჩევნია ემოციური სტაბილურობა , სიძლიერე დავწერო) ფრაზები, რომელსაც ემოციურად სტაბილური ადამიანი იძახის.
1
”მოვიფიქრებ და პასუხს მერე გაგცემ “

• ემოციურად ძლიერი ადამიანი არ არის იმპულსური , ის იმპულსურ რეაქციებს არც ქცევით და არც სიტყვით არ გამოხატავს. მისი სიტყვა და ქცევა გააზრებული და მოფიქრრბულია. ( ცხადია ლაპარაკია მისთვის მნიშვნელივან რაღაცეებზე)
2
”არა”-ეს მნიშვნელოვანი სიტყვაა. ემოციურად ძლიერი ადამიანები იძახიან “ არა”-ს როდესაც ეს საჭიროა. ემოციურად ძლიერი ადამიანი უწესებს სხვას/ საზღვრებს საჭიროების შემთხვევაში. ეს ადამიანები იცნობენ საკუთარ სურვილებს , მიზნებს და ღირებულებებს.

3
” მე აქ თავს კარგად არ ვგრძნობ”-საკმაოდ რთულია გამოხატო შენი გრძნობები და ილაპარაკო ამაზე, ხოლო ემოციურად ძლიერი ადამიანი ,გამოხატავს თავისუფლად საკუთარ გრძნობებს და არქმევს მათ სახელს . ( ემოციის გამოხატვა და სახელდება . ემოციური ინტელექტიდან) განსხვავებით იმპულსური ადამიანისგან , რომელსაც “ეშინია “ან / და არ უნდა საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი.

4
” მე მაგაზე სამუშაო მაქვს “ – ემოციურად ძლიერი ადამიანი მარცხს, კრიტიკას პიროვნულად არ იღებს , ის მიიჩნევს წაგებას, მარცხს, როგორც შანსს -გახდეს უკეთესი სამომავლოდ. გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე დღესაა. ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს წინ და ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე დაკვირვებით.

5
” ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია”-მაშასადამე ღირებულებების ქონა .( რა ბედნიერი სანახავია ადამიანი , რომელსაც ღირებულებები ქვს) ემოციურად ძლიერმა ადამიანმა ,ზუსტად იცის რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რა უნდა მას. ეს ადამიანი ამაყია და ამაოების ხმაურზე დროს არ დაკარგავს.


6
” მე ვცდი , მოვსინჯავ , გავრისკავ “-არავინაა უნაკლო, ყველა ვუშვებთ შეცდომებს , გვეშლება ბევრჯერ მერე რა ?! არც არაფერი . ემოციურად ძლიერი ადამიანი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. ეს ადამიანი მცდელია , რისკიანია . ის ცდის. რუსთაველი ამბობს : “ ბედი ცდაა, გამარჯვება , ღმერთსა უნდეს მოცაგვხვდების.”
(ჰო, ცადე რა გთხოვ -გამოგივა, თუ ერთხელ არ გამოგივიდა მეოცედ გამოგივა) ემოციურად სტაბილური ადამიანი სწავლობს , ცდის და თუ რაღაცეები არ გამოსდის , ის იღებს ამას როგორც გაკვეთილს. დიდი მადლობა! მზიანი დღე ჩვენ !


ფსიქოლოგი ,
ლიკა ცონდლერი.