მოტივაცია
“ ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეგიძლია , შეგიძლია გახდე კიდეც”
უ. დისნეი
შენ თუ ამ სტატიას კითხულობ, შენთვის მოტივაცია მნიშვნელოვანი ყოფილა . რა არის მოტივაცია? პიროვნების მდგომარეობის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ჩვენ “გვაიძულებს”ძალიან ძალიან მოვინდომოთ და ის შედეგი მივიღოთ რაც მიზნად დავისახეთ.
ჩვენ , ყველა კარგად ვიცნობთ ამ შეკითხვას : გავაკეთო, თუ არა?!დავიწყო თუ არა და სხვა. ამ შეკითხვებს განვახორციელებთ თუ არა ბოლოში წყვეტს მოტივაცია. მოტივაციის ორი სახეა შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაცია: მაგ: მუსიკოსი , რომელიც ქმნის მუსიკას, ან უკრავს და ამას დიდი სიყვარულით და მონდომებით აკეთებს.დროს ვერ იგებს ,მისთვის მთავარი მუსიკაა, სხვა დანარჩენი უბრალოდ არ ახსოვს .ამით ის ბედნიერია, ჰიპნოზშია, შეყვარებულია თავის საქმეზე. მოტივაციის მეორე ფორმა , გარეგანი მოტივაციის წყაროა-მაგ: ხელფასი , ჯილდო, აღიარება და სხვა . რა ჯობია?! ალბათ , ჯობს ის რაც გვიყვარს ვაკეთოთ არა? მეორეს მხრივ კი გარეგანი მოტივაცია ასევე ხანდახან აუცილებელია, ამიტომაცაა მოტივაციის ორი სახე.
კარგი, გავიხსენოთ ,ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც ძალიან მოვინდომეთ გამოგვივიდა? სავარაუდოდ ,რაც ძალიან მოვინდომეთ და დაუღალავად ვიშრომეთ გამოგვივიდოდა. ისე, ადამიანს ძალიან რომ სურს ,ის მთვარეზეც კი ადგამს ფეხს . ( მე არაფერ შუაში ,ვარ ფაქტები გვაჩვენებს)
მოდით პირდაპირ თვითმოტივაციის ხუთ კომპონენტზე დავწერ.
1. ✅შეიყვარე ის რასაც აკეთებ . მთელი გულით გაყევი შენს მიზანს ,-წარმოდგენას. გააიგივე შენი თავი შენს მიზანთან , შეეცადე ერთ მთლიანობაში მოდიოდე შენს წარმოდგენასთან .
2. ✅წარმოიდგინე შენი ზუსტი მიზანი. ხატებად წარმოიდგინე , ზუსტად , სისტემურად . მაგალითად ესე :-“მე დავიკლებ 5 კგ-ს დეკემბერის 15 რიცხვამდე, სწორი კვების დახმარებით .აქ არის ზუსტი მიზანი , მოცემული ზუსტ დროში . იგივე პრინციპით გააკეთე შენთვის შესაბამისი მიზნები.
3. ✅დააჯილდოვე შენი თავი შესრულებული მიზნებისთვის.
ყოველთვის ჰკითხე შენს თავს : რატომ მინდა მე ამ
მიზნის შესრულება? რატომ
არის უმნიშვნელოვანესი . თუ შენ არ გაქვს “რატომ”-ზე პასუხი ,შენ მალე დაანებებ დაწყებულ საქმეს თავს . შენი რატომ გადამწყვეტია , შენი მიზნის ასასრულებლად . “რატომ “-მოგცემს ენერგიას და ყოველთვის ფხიზლად გამყოფებს .
4 ✅კითხვები .
გაღვიძებისას ჰკითხე საკუთარ თავს : რისთვის ღირს დღევანდელი დღე? რისთვის ვიღვიძებ? მაქვს გამბედაობა ? ( თუ პასუხები არ გექნება გადაკოტრიალდი ისევ )
ძილის წინ დაუსვი შენს თავს შეკითხვა: რისი სწავლა შევძელი მე დღეს? რა იყო ის ,რამაც მე მთელი გულით გამახარა? რისთვის ვარ მე მადლობელი ?
5✅წელიწადში 2 ჯერ “გამოდი შენი სხეულიდან “
და დააკვირდი შენს თავს . დამკვირვებლის თვალით შეხედე. რა გაძლევს ენერგიას? რა არის შენთვის მთავარი? პირადი ამბები, ხალხი, ფული, სამსახური , თუ რა . რა გიადვილებს ცხოვრებას? დააკვირდი რა გამოტივირებს და ის გქონდეს მიზანში / თვალსაწიერში.
მადლობა ნდობისთვის !❤️
თქვენი ფსიქოლოგი ,
ლიკა ცონდლერი .