სხვა ადამიანს კიდევ უფრო მოსწონხარ, როდესაც რამე კარგს გიკეთებს .

 

უკაცრავად, შეიძლება ჩემთვის რამე კარგი გააკეთო? შეგიძლია ეს სტატია შენს გვერძე გააზიარო? არ გეგონოს შენს ვირტუალურ სამყაროში ვიჭრებოდე… ფრანკლინის ფენომენს  ვტესტავ . 😊

 

რა არის ფრანკლინის ეფექტი ?

ეს ფსიქოლოგიური ფენომენია, რომლიც მიხედვითაც ადამიანებს , რომლებსაც შენ არ მოსწონხარ , თუ მისცემ შანსს, რომ შენთვის რამე კარგი გააკეთოს დაგეხმაროს, ნახავ დღითიდღე უფრო და უფრო მოეწონები . თვითონ ბენჯამინ ფრანკლინი ,აშშ-ს  ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა , რეგულარულად იყენებდა ამ მეთოდს. ის რჩევას, დახმარებას განსაკუთრებით  სთხოვდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ფრანკლინი არ მოსწონდა, ამით იგებდა თვითონ ფრანკლინი ამ ადამიანების გულს- სწორედ ამიტომ ქვია ფრანკლინის ეფექტი.

 

არაერთი სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული ფრანკლინის ეფექტთან დაკავშიებით სტენფორდის უნივერსიტეტში და არამარტო.  მე მიყვარს , სამეცნიერო  ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ამიტომ  ორ კვლევას  დავწერ . კვლევებით დასტურდება , რეზონანსის ფენომენი: რის მიხედვითაც : ერთი კარგის გაკეთებას, მოსდევს მეორე კარგის გაკეთების სურვილი , პარალელურად  იზრდება სიმპათია ,იმ ადამიანის მიმართ ვინც დახმარებას გვთხოვს და ვისაც ვეხმარებით. მეორე კვლევა ამყარებს ფრანკლინის ეფექტს, რომლის მიზეზი კოგნიტურ დისონანსში ხდება . კოგნიტური დისონანსის კვლევის თანახმად : ადამიანებს გვიჭირს სიკეთის გაკეთება მის მიმართ, ვინც გვძულს.  ( ან და არ მოგვწონს ) ჩვენს ჰარმონიაზე დამოკიდებულ ტვინს, არ შეუძლია შეუთავსოს ორი განსხვავებული ფსიქიკური მოვლენა ერთმანეთს- სიკეთის კეთება და  სიძულვილი. ჩვენი კოგნიცია ირჩევს   ამ დროს მოწონებას , კეთილგანწყობას , ნაცვლად ზიზღს და სიზულვილს დისონანსის აღმოსაფხვრელად.  “ ყველა ადამიანი დასაბამიდან კეთილია  „ ეს შემთხვევით არ წერია წმინდა წერილებში.  ეს ესეა- ადამიანი კარგად გრძნობს თავს სადაც ,ის მის“ სიკარგეს „ ხედავს, გრძნობს .  😊

 

როგორ გამოიყენო ფრანკლინის ეფექტი?

ამ ფსიქოლოგიური ფენომენის გამოყენება შეგიძლია ყველგან სამსახურში , პაემანზე, სკოლაში და ა.შ. მოკლედ, ყველგან, სადაც გინდა რომ სხვას მოეწონო . უმეტესად ჩვენ გვიჭირს დახმარების თხოვნა და გვირჩევნია თავად გავუმკლავდეთ ხოლმე ამა თუ იმ დავალებას. როდესაც შენ დახმარებას სთხოვ სხვას , ამით მას თავს მნიშვნელოვნად, საჭიროდ აგრძნობინებ , ვინც თვლის რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა სიმპათიაც უჩნდება ჩვენს მიმართ. ( ვიცი, ჩემს მკითხველს სწორად ესმის და არ გონია რომ 20 ჯერ უნდა კითხო ვინმეს ერთიდაიგივე რაღაც ) ჩვენთვის , ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , ვიყოთ საჭირო , გამოსადეგი: სამსახურში, სახლში, მეგობრებთან . მგონი ადამიანი მაშინ ბერდება, როცა ის მნიშვნელობას და საჭიროებას კარგავს. ასე რომ სთხოვეთ თქვენს კოლეგას დახმარება, რჩევა თუ გინდა რომ მისი „გული მოიგო“ , სთხოვე პირველ პაემანზე იმ ბიჭს ვინც შენ მოგწონს ცოტა ხანს ჩანთა დაგიჭიროს  , სანამ შენ  ფეხსაცმლის თასმას იკრავ. ჰკითხე შენს მეუღლეს , როგორია მისი აზრი შენს ახალ პროექტზე .  ფეისბუქზე ექიმს, მასწავლებელს, ფსიქოლოგს გინდა რაღაც „ რჩევა“ ჰკითხო და გერიდება , გგონია ამპარტავანია, შეიძლება არც გიპასუხოს , არ გინდა შეაწუხო  და არაფერს ეკითხები? მიწერე , რაც უფრო ბობოლა გგონია მით უფრო მეტად მიწერე ამით  საჭიროებას აგრძნობინებ .

 

მე ფრანკლინის ეფექტი ბევრჯერ დამიტესტავს პირად და სამსახურეობრივ  ურთიერთობებში და  ყოველთვის  ამართლებს.რატომ ?იმიტომ რომ ადამიანის საწყისი კეთილია  😊