კანზე გამონაყარი გაქვს . ხან ერთ ორგანოს გამოგაკვლევინებენ ხან მეორეს.არაფერი გაქვს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ შენი გამონაყარი არსად არ მიდის.
იცი , მიზეზი შესაძლოა იყოს სტრესი -მუდმივი სტრესი .
“კანი სარკეა ჩვენი სულის”
ამაში იგულისხმება , რომ კანი გვაჩვენებს ჩვენს გრძნობებს ,ასევე ფსიქიკურ კეთილდღეობებს .

მაშასადამე , საკმაოდ მჭიდრო კავშირი ქონია კანს და ფსიქიკას, რასაც გვიდასტურებს ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი მაგალითი/ბი.

დადასტურდა , რომ სტრესი ნებისმიერი ფორმით მოქმედებს კანზე . მაგ: მიზეზები შეიძლება იყოს: სწავლის სტრესი საგამოცდო ფაზაში, ზეწოლა სამსახურში , ასევე განცდილი ემოციური სტრესი და სხვა .

კითხვაზე პასუხი ,შესაძლოა იყოს “დიახ! “
უმეტეს კანის დაავადებაში ფსიქიკური დაავადება არ არის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ შესაძლოა იყოს, როდესაც შემთხვევა დისტრესთან გვაქვს .( დიდ სტრესთან , ე.წ. გადაწვა)
ქვემოთ მსურს გაგაცნოთ ის კანის დაავადებები , რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მაღალი სტრესით . (აქედან ერთ-ერთი დაავადების მატარებელი მე ვარ .გამომწვევი მიზეზი -ემოციური სტრესი )
• ნეიროდერმატიტი ( ატოპიური დერმატიტი)
• თმის ცვენა ( ალოპეცია)
•ჭინჭრის ციება.
• თეთრი ლაქების დაავადება ( ვიტილიგო)
• ჰერპესი.
• როზაცეა ( როზაცეა , კუპეროზი)
ეს კანის დაავადებები , ის მაგალითებია , რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფსიქოლოგიურ სტრესთან . აქვს ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. “ფსიქო-სომატურ დერმატიტზე” ანუ კანის დაავადებაზე, რომელზეც ფსიქიკა გავლენას ახდენს .
კანს და ნევრულ სისტემას შორის ,კავშირი მჭიდრო და მრავალმხრივია .
დაბოლოს, მეგობრებო, ჩვენი სხეული და მისი ზედაპირი გველაპარაკება მოვუსმინოთ მას.