რატომ ვეჭვიანობთ ყოფილ შეყვარებულზე  ან მეუღლეზე , როდესაც ჩვენს შორის ურთიერთობადა დასრულებულია

ფსიქოლოგიაში ცნობილი :

Rebecca-Syndrom-ი ეს არის თვალთვალის განსაკუთრებული ფორმა როდესაც ადამიანი აკონტროლებს მის ყოფილს .ამ სინდრომის ხელს უწყობს და პროვოცირებას უკეთებს სწორედ სოც. ქსელები

 

„ერთმანეთს დავშორდით .ყოველდღე ვეჭვიანობ, ვამოწმებ სოც. ქსელს. დღეში ალბათ 100 ჯერ, ყველაფრით ვინტერესდები სად არის, რას აკეთებს  ვაკონტროლებ ჩუმად , ვუთვალთვალებ.  წარმოვიდგენ დეტალურად , როგორ ცხოვრობს ის სხვასთან რას აკეთებს, რაზე იცინიან ლაპარაკობენ, როგორ კოცნის, როგორ ერთობიან და სხვა. ეს ყველაფერი მანგრევს , მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ . „

რატომ ვართ ეჭვიანები ყოფილზე ?

აქ არის სხვადასხვა გრძნობების კონგლომერატი  : ბრაზი, შური,დაურწმუნებლობა საკუთარ თავში , ეჭვი გეპარება საკუთარ თავში ,   შიში დაკარგვის – მომავალი  ურთიერთობის დაკარგვის .

როგორ შეგიძლია თავად მოერიო ეჭვიანობას შენს ყოფილზე :

  1. ნუ ადარებ საკუთარ თავს ყოფილს . გამუდმებითი კონტროლი მისი სოციალური ქსელის, სურათების სად რას როგორ აკეთებს მოგიტანს მხოლოდ არასრულფასოვნების განცდას .

შეხედე შენს გრძნობებს , დააკვირდი ჩაუფიქრდი , რამე კარგი მოაქვს შენთვის ამ ყველაფერს ?

იფიქრე, როგორ შეგიძლია დაიბრუნო ფსიქოლოგიური თავისუფლება , რა სიკეთე შეგიძლია გაუკეთო შენს თავს იმისთვის, რომ კმაყოფილება იგრძნო,  როგორ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ თავს ?

  1. ისაუბრე ღიად . ილაპარაკეთ იმ ადამიანებთან ვისაც მთელი გულით ენდობი, ილაპარაკე შენს შიშებზე შურზე , ბრზზე . იცი თავიდან შენს გძნობებზე ლაპარაკი გაგიჭირდება, მაგრამ თუ მიიღებ გადაწყვეტილებას ილაპარაკო შენ იგრძნობ როგორ გაგიუმჯობესდება მდგომარეობა . გთხოვ ილაპარაკე საუბრის ტონით და არა ბრაზის – შეეცადე ,ივარჯიშებ და გამოგივა.
  2. მიიღე შენი წარსული . სანამ არ მიიღებ შენს წარსულს ისეთს როგორიც არის მანამ მოგიწევს ტანჯვა . გაიაზრე : შენს ყოფილს აქვს უფლება იყოს ბედნიერი . შენ გაქვს უფლება იყო ბედნიერი .  იცი როდესაც ჩვენ გვშურს ან ვბრაზობთ ამით ვინგრევთ საკუთარ თავს ,როდესაც ჩვენ ცუდს ვფიქრობთ სხვაზე ამით ვიფუჭებთ მხოლოდ ჩვენ ხასიათს და სხვას ვერაფერს ვაკლებთ .ასე რომ მიიღე რეალობა ისეთი როგორიც არის და დაიწყე საკუთარ თავზე ფიქრი.
  3. ნდობა გამოუცხადე საკუთარ თავს და ასევე ენდე სხვა ადამიანებს .ეს არ ნიშნავს „ბრმად ენდობოდე“- ეს ნიშნავს :ეჭვებით არ იყო სავსე , მისცე სხვა ადამიანს საშუალება შენთან ურთიერთობის . უმეტესად შიშის გამო „ისევ არ დამტოვონ“ ადამიანი ვერ იწყებს ახალ ურთიერთობას. მიეცით საკუთარ თავს ცხოვრების საშუალება და უფლება