რომელი საკვები ეხმარება დეპრესიით დაავადებულ ადამიანს გამოჯანმრთელებაში
სამეცნიერო კვლევებით დასტურდება , რომ კონკრეტულ საკვებს, შეუძლია გამოჯანმრთელებაში დიდი დახმარების გაწევა , მაშინ როდესაც საქმე დეპრესიასთან გვაქვს
როდესაც მომმართავს ადამიანი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე აწუხებს : უარყოფითი ფიქრები , გუნება- განწყობის მკვეთრი დაქვეითება და .შ. პირველი რითიც ვინტერესდები არის : როგორია მისი კვება, ცხოვრების წესი ,რას იღებს და როგორ ყოველდღიურად იგივე გერმანიში ექიმთან როდესაც მიდიხარ და მნიშვნელობა არ აქვს რა ჩივილით ,სწორედ შენი კვებით ინტერესდება და ცხოვრების წესით , რადგან კვება და ცხოვრების წესი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.
კარგი, რომელია ის საკვები რომელის დაგეხმარება ფსიქიკურ კეთილდღეობაში
- შეეცადე შენი სადილი იყოს მრავალფეროვანი / შედგებოდეს სხვადასხვა ფერებისგან . იყოს ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ხორცი, თევზი მათ შორის ჯანმრთელი ცხიმი , ზეითუნის ზეთი , კაკალი, თხილი ასევე პროტეინი ( ერთი გრამი ცილა თითო კგ. წონაზე ) ამ საკვებისგან მიიღებ ვიტამინებს : D, E, და Omega 3 , B 12 . B 6 ,B1. ასევე რკინას და თუთია ( ცინკი) უმნიშვნელოვანესი მინარალები კარგად ყოფნისთვის .
- მიიღე ბევრი მწვანე საკვები: სალათი, ისპანახი, ბროკოლი . შენს ყოველდღიურ საკვებში იყოს 4 ან 6 მუჭა მწვანე ბოსტნეული . მწვანე საკვებისგან მიიღებ ვიტამინებს : A, B, C. და დამატებით: კალიუმს, კალციუმს და მაგნიუმს. უმნიშვნელოვანეს ელემენტებს შენი ჯანმრთელობისთვის.
- კვებისას დაიცავი წესი 80- 20 .
რას ნიშნავს ეს ? დარწმუნდი რომ შენი დიეტის 80% შედგება ჯანმრთელი საკვებისგან, ანუ რაც მაღლა დავწერე იმისგან . დანარჩენი 20 % შედგება არაჯანსაღისგან. მაგ: დღეში ერთი ცალი შაქრიანი ორცხობილა მხოლოდ . (შაქარი ეს არის ნელი სიკვდილი , მაქსიმალურად მოვერიდოთ შაქრის მიღებას )
შენ იგრძნობ დღითიდღე ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას თუ დაიცავი 80- 20 წესს.
4 მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს , სხეული გველაპარაკება . ყურადღებით იყავი სხეული გაგრძნობინებს , რისი მიღება სურს და რისი არა . იდეალურ შემთვხევაში მიიღე ჯანმრთელი საკვები და დღეში 20 წუთი იარე დღის შუქზე. არის ესეთი (Lichtterapie) სინათლის თერაპია , რომელიც გამიზნულია ასევე დეპრესიით დაავადებული ადამიანებისთვის .
რაში გეხმარება დღის სინათლეზე სეირნობა ? სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს, კანში აქტიურდება დ ვიტამინის გამოყოფა , უზრუნველყოფს ძვლების სტაბილურობას, იცავს დემენციისგან და დეპრესიისგან .