შიში
“ერთ დღეს შიშმა დააკაკუნა კარზე,სიმამაცე ადგა და გააღო , მაგრამ გარეთ არავინ დახვდა.”
გოეთე
გეშინოდეს და გააკეთე მაინც.
მიმაჩნია, რისიც გეშინია ზუსტად იმაში გაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი .
ჩემს მიერ განხილული დღევანდელი შიშები არ ეხება ე.წ. პანიკურ და ფობიურ შიშებს ამ დროს მიმართეთ ფსიქოთერაპევტს . აქვე დავწერ, შიში, ადამიანის ნორმალური და აუცილებელი ემოციაა. შიში ეს არის თავდაცვითი ფუნქცია , რომელიც ადამიანს იცავს საფრთხისგან.
მე დავწერ იმ შიშებზე, რომელიც ხელს გვიშლის ნაბიჯის წინ გადადგმაში,ცვლილებებში გავითარებაში და სხვა.
1. 🍀მოემზადე კარგად . მაგ: გამოცდის შიში გავქვს ან გასაუბრების . თუ შენ ძალიან კარგად მოემზადები შიშის ემოცია დაიწევს . კარგად მომზადება მოგიტანს სიმშიდეს და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენ ხომ იმის გვეშინია რაც ჩვენთვის უცნობია , ამიტომ მოემზადე ძალიან კარგად.
2. 🍀ჰკითხე იმ ადამიანებს ვინც ეს უკვე გააკეთა, ვინც ეს იცის . ჰკითხე პროფსიონალებს. მიწერე მაგ: “პრეზენტაცია მაქვს მოსამზადებელი და მეშინია ხალხში გამოსვლის , რა რეკომენდაციას მომცემდით? “იცი, ჩვენ გვერიდება ხოლმე ვკითხოთ პროფესიონალებს . მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც საკუთარ ცოდნას გასცემენ , სხვას ეხმარებიან . ამას ფსიქოლოგიაში თავისი სახელი აქვს- ფრანკლინის ეფექტი . ჰკითხე მას , ვისი აზრიც შენ თვლი რომ დაგეხმარებოდა .
3. 🍀გადაახტი შენს ფიქრებს და გრძნობებს . „ ოჰ რა იქნება ყველაფერი რო ჩაფლავდეს. მე მაინც არ ამიყვანენ, ეგრე ადვილი რომ იყოს კაი რა“ . იცოდე, შენი ფიქრების შედეგია , რომ თავს გრძნობ ცუდად, ხედავ, ამ უარყოფით ფიქრებს ცუდის მეტი არაფერი მოაქვს.
ააშენე შენში „რობოტის მექანიზმის“ ცნობილი ხერხი ქცევის თერაპიიდან, ჩემი მთავარი სამუშაო მიმართულებიდან 😊 ეს ნიშნავს : დარეკვა გინდა და გეშინია უცხო ენაზე კარგად ვერ ლაპარაკობ? დარეკე მაინც ! გაგზავნა გინდა საბუთების ახალი სამსახურისთვის და გეშინია რომ არ მიგიღებენ? მაინც გააგზავნე. მაინც მაინც მაინც გადაიყვანე ქცევაში და გააკეთე რობოტულად . საოცარი ხერხია , შედეგს ხედავ და გრძნობ, საკუთარი თავი სიძლიერეს გიდასტურებს .
4. 🍀მოეშვი იყო სრულყოფილი ( პერფექციონისტი)
მაგ: „ ჯერ არ ვარ საკმარისად მომზადებული. ამდენი გამოცდილება უნდა დავაგროვო , მერე იმდენი ვისწავლო“ და ა.შ. გახსოვდეს , ყველა “წარმატებული “ადამიანი რისკავს , ისინი პირდაპირ „ ხტებიან ცივ წყალში“ , ისინი არ ელოდებიან რაღაცის დამთავრებას და მერე რაღაცის დაწყებას ,არამედ რისკავენ და ცდიან. Learning by doing 😊 ყველაზე კარგად როდის სწავლობ? პრაქტიკაში/ კეთებისას.
5. 🍀ნუ დაელოდები მომენტს, როდის ჯობია . არ არსებობს დღევანდელ დღეზე უკეთესი მომენტი. ესე შიშია ელოდებოდე საუკეთესო მომენტს . არასდროს მოვა საუკეთესო დრო , ყოველთვის იქნება რაღაც მიზეზი, რომელიც ხელს შეგიშლის . როდის თუ არა ახლა?!
6. 🍀იუმორით შეხედე , გაეთამაშე იმ სიტუაციას , რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებ .შიში უფრო და უფრო იზრდება, როდესაც ჩვენ მას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჰო, გაეთამაშე მას , იხუმრე იმ სიტუაციაზე, იცინე აუცილებლად უპოვი რაიმე მხიარულს . შენ ნახავ შიში როგორ დაიწევ როდესაც შიშის ობიექტს / სიტუაციას“ გაეთამაშები“ იუმორით შეხედავ. ხომ იცი ცხოვრება არ დამთავრდება თუ არ გამოგივიდა ის რაც ახლა ძალიან გსურს და მაღალი ალბათობით 5 წლის მერე არც კი გემახსოვრება- ცადე შეხედო მოვლენებს იუმორით
7. 🍀დახატე წარმოიდგინე ყველაზე ცუდი ვერსია რა შეიძლება მოხდეს თუ შენ ამ სიტუაციაში ვერ გაიმარჯვებ . მაგ:“ ყველა იცინებს ჩემზე, აღარ დამელაპარაკება დედა და მამა , დამტოვებს ცოლი/ ქმარი, დავრჩები ხიდის ქვეშ ,“ შენ თავად იცი რომ აჭარბებ. ამიტომ შეიმუშავე გეგმა- ბ ალტერნატივა. „ რა გავაკეთო თუ არ გამოვა ჩემს მიერ წამოწყებული საქმე , რა გავაკეთო როგორც გეგმა ბ“
დაბოლოს, აკეთე ხშირად რისიც გეშინია და ნახავ ,შიში გაქრება.