ტოქსიკური -პირადი ურთიერთობა
დღეს დავწერ იმ ძირითად 6 მანიშნებელზე, რომელიც არაჯანსაღ -პირად ურთიერთობას ( ცოლი ,ქმარი, შეყვარებული )თან ახლავს .
ბევრი წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობს ე.წ. ტოქსიკურ ურთიერთობაში , ზოგიც მთელი ცხოვრება … კარგი .მოკლედ, წყვილებზე ,რომელთა ურთიერთობაში შესაძლოა იყოს/ გახდეს ერთ- ერთი მოძალადე, ხოლო მეორე მსხვერპლი.
1. ეგოიზმი – შეიძლება შენთვის ეს სიტუაცია ნაცნობია: მიდიხარ სახლში, კაი ხასიათზე , იეფორიაში ხარ მაგ: თავი გამოიჩინე სამსახურში და შეგაქეს, ან კარგი ნიშანი მიიღე .მოკლედ ,კაი ამბავი დაგემართა .უყვები შენს პარტნიორს შენ კარგი ხასიათის მიზეზს და მისგან არანაირი დადებითი არ მოდის, მოდის არაფერი თითქოს არც კი იყო აღფრთოვანების ღირსი. რეალურად მას შეშურდა შენი და რა თქმა უნდა ის ამას არ აღიარებს . მას საკუთარ თავთან აქვს სირთულე , შენ არაფერ შუაში ხარ .
2.უპირატესობა- ერთ-ერთმა პარტნიორმა უკეთესად იცის ყველაფერი, ყოველთვის მართალია , სულ მტკიცებაშია, მხოლოდ მან იცის ყველაფერი და თქვენ ყოველთვის ცდებით .
3. უკიდურესობა – როდესაც ხან ძალიან ცივია ურთიერთობა,ხან ძალიან თბილი .ეს იმდენად სწრაფად იცვლება რომ გააზრებასაც ვერ ასწრებთ… როდესაც ბალანსი მთლიანად დარღვეულია, თითქოს ისეთია ხელი რომ გაუშვა ზუსტად იცი ,ისე დაიმსხვრევა მისგან არაფერიც არ დარჩება .
4. დამალვა -აქ ლაპარაკია არა სხეულის დამალვაზე , ან რამე მატერიაზე. აქ მალავ :
არ ლაპარაკობ, შენ აზრებს არ უზიარებ, შენს სურვილებს არ იძახი , არ აჩვენებ არც ბრაზს და არც სიხარულს , შენთვის ინახავ შენს ფიქრებს.
5.იზოლაცია- იკეტები ( ან შენ ან შენი პარტნიორი) საკუთარ თავში, აღარ ცდილობ იყო კონტაქტური, აღარ დადიხარ იქ , სადაც ადრე სიხარულით მიდიოდი, აღარ ხვდები არავის , სულ შენთვის გინდა , არავის და არაფრის თავი არ გაქვს …თითქოს გაიყავით შენ და სამყარო .
6.ხასიათის მკვეთრი ცვლილებები – აღარ გიხარია, აღარ იცინი, სულ
მარტო ყოფნა გინდა , აღარ გჯერა საკუთარი თავის, გრძნობ შენი სხეულის არარაობას( ურთულესი ფორმა, დეპრესიისკენ მიმავალი)
მაღლა ჩამოთვლილი ნიშნებიდან 3 ან მეტი თუ არის შენს ურთიერთობაში, შენ გაქვს ტოქსიკური პირადი ცხოვრება , რომელიც ან დეპრესიისკენ წაგიყვანს , ან უარეს შემთხვევაში სუიციდისკენ .
კითხვას , რომელსაც ხშირად მისვამენ ჩემი კლიენტები არის: “ როგორ გამოვასწორო, ან არის თუ არა ურთიერთობის გამოსწორების შანსი?”
დიახ, შანსი ყოველთვის არის , მეორე საკითხია გაქვს თუ არა ამ ურთიერთობის გამოსწორების ძალა, ენერგია, ნერვები, შენ მზად ხარ ფსიქოლოგიურად ამისთვის?შენი პარტნიორი მზად არის ამისთვის? ეს არის კითხვები რომელზე პასუხები გააზრებით უნდა იყოს გაცემული. იფიქრე ,დამოუკიდრბლად თუ ვერ უმკლავდები და გჭირდება ჩემი მხარდაჭერა -სიამოვნებით ! მიგულე შენს გვერდით. ჩვენი ერთობლივი მუშაობით ,იპოვი გზებს , რომელიც შენს კარგად ყოფნაში დაგეხმარება .
სიყვარულით,
ფსიქოლოგი
ლიკა ცონდლერი