მე ვარ ლიკა ცონდლერი  ფსიქოლოგი.  დავიბადე 1989 წელს თბილისში. ვარ დაქორწინებული და მყავს ერთი გოგონა .

სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე იურიდიულზე. ხომ იცით 18 წელი ძალიან ცოტაა იმისთვის რომ იცოდე მართლა რა გინდა. იურიდიულზე სწავლისას შეხება მქონდა დანაშაულის ფსიქოლოგიასთან. იმდენად დამაინტერესა ფსიქოლოგიამ გადავწყვიტე უფრო მეტად შემესწავლა ის. იურიდიულის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით. საოცრება იყო- ვსწავლობდი იმას რაც მიყვარდა და მაინტერესებდა. მიმაჩნია, რომ არა იურისპუდენცია, ალბათ ფსიქოლოგიას არასდროს შევისწავლიდი. მოვხვდი, საჭირო დროს ,საჭირო ადგილას.:)

ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგიის შემდეგ შევისწავლე კომუნიკაციის და ემოციების ფსიქოლოგია. ძალიან მაინტერესებდა ასევე  სხეულის ენა და რამდენიმე სემინარში მივიღე მონაწილეობა სადაც პროფესიულ დონეზე შევისწავლე სხეულის ენა. ფსიქოლოგია ის დარგია, სადაც განათლება, ცონდა არასდროს არ კმარა, მუდმივ სწავლებას მოითხოვს ეს დარგი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე  კვლავ  შემესწავლა სისტემური კონსულტირება და ქოუჩინგი, სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა გავცნობოდი ახალ მეთოდებს და მიმართულებებს. სისტემური კონსულტირების დასრულების შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა სალიცენზიო გამოცდა და გავმხდარიყავი ლიცენზირებული – შემოწმებული  ფსიქოლოგი. გამოცდა ჩავაბარე წარმატებით და ამჟამად ვარ გერმანიის, ჰამბურგის მიერ შემოწმებული ფსიქოლოგი- კონსულტანტი.

მე ახლაც, თითქმის წელიწადში ორჯერ ვიღებ სხვადასხვა სემინარებში მონაწილეობას, ვიმაღლებ კვალიფიკაციას. ფსიქოლოგია არის სფერო, რომელიც საჭიროებს მუდმივ სიახლეს, გავითარებას.

ბედნიერი ვარ იმ ნდობისთვის, რომელსაც ჩემი კლიენტები მიცხადებენ. ჩემი პროფესიით  დავეხმარე ასობით ადამიანს. ჩემთვის, ყველაზე დიდი ჯილდოა გახარებული, კვლავ სიცოცხლის სურვილისკენ “მობრუნებული” ადამიანი  – ეს ყველაფერია.